ეს არის გაგძელება იმ ნიაღვარის, აბსურდის, რაც ივანიშვილის და ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ - ბოკერია წულუკიანის განცხადებაზე
პოლიტიკა - 15:42, 27 Oct, 2020     746

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერია, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზაცია არის ავტორიტარული რეჟიმისთვის და პუტინის რეჟიმისთვის დამახასიათებელი მეთოდი.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ სწორედ ამას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები 4 დღეში, რათა მთავრობის მხრიდან აღარ არსებობდეს ამგვარი დისკურსი.

„ეს არის გაგძელება ამ ნიაღვარის, აბსურდის, რაც ივანიშვილის რეჟიმს და ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ, სხვადასხვანაირი სამოქალაქო ჯგუფები არსებობს, ზოგი მათგანი პოლიტიკური შეხედულებების მქონე არის, მაგრამ ჩვენ გვყავს ქვეყანაში მრავალწლიანი ტრადიციის სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან აფილირებული არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და იყვნენ კრიტიკულები წინა ხელისუფლების დროს, არიან კრიტიკულები ეხლაც.

ეხლა ხდება მათი დემონიზება ტიპიური ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასითებელი მეთოდებით, პუტინის რეჟიმისთვის დამახასითებელი, ივანიშვილის მხრიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ლეგიტიმურად აკრიტიკებენ ამ მთავრობას სწორი პოზიციებიდან, ჩემი შეხედულებით და ამიტომ ხდება მათთვის ამ იარლიკის მიწებება.

უნდა განვასხვავოთ, სამართლიანი არჩევნები არ არის პარტიებთან აფილირებული ორგანიზაცია და ამ ტიპის ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები იქნება ბევრი საერთაშორისო მოთამაშისთვის მთავარი კრიტერიუმი და არა თვითონ პარტიები. ეს ყოველთვის ასე იყო და თუ ვნახავთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოდირის მიერ გაკეთებულ დასკვნას, იქ აღწერილი ვითარება არის უმძიმესი რამ, ასეთ რთული დასკვნა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შევარდნაძის დროის შემდეგ არ ჰქონია.

ეს არის რეალობა და ამას პირველ რიგში ხედავს ჩვენი ხალხი, ყოვლეგვარი სადამკვირვებლო მისიების შეფასებების გარეშე. ამიტომ, უნდა მოხდეს ის ცვლილებები 4 დღეში, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება და ესეთი დისკურსი მთავრობისგან აღარ უნდა არსებობდეს ჩვენ ქვეყანაში და მათ შორის ესეც შეიცვლება 4 დღეში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად.“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42