ხელისუფლებას ეშინია დამკვირვებლების, არ უნდათ, რომ ბევრი ადამიანი აკვირდებოდეს, იმედი აქვთ, რომ რაღაცას გააყალბებენ - კაპანაძე წულუკიანზე
პოლიტიკა - 15:40, 27 Oct, 2020     730

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, წულუკიანს და ივანიშვილს ეშინიათ დამკვირვებლების, რადგან აქვთ იმედი, რომ რაღაცას გააყალბებენ.

კაპანაძემ ასევე ჩამოთვალა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან ხელისუფლებათან და აკვირდებიან არჩევნებს. კაპანაძის თქმით, სამწუხაროა, რომ წულუკიანმა არ ჩამოთვალა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელები.

„როგორც ჩანს, ქალაბტონი წულუკიანი, აშკარად არის პანიკაში. მან იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს და ეხლა მოიგონა რაღაც სრული აბსურდი და პრეტენზიას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ის არ იცნობს, წულუკიანი ხომ არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ცნობს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ძალიან ცნობილია თუ ნაკლებად ცნობილია. ის იცნობს მხოლოდ თავის არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ეხლა აპროტესტებს იმას, რომ იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა არის ნაკლები, ადგილობრივები თუ აკვირდებიან ეს არის მისთვის პრობლემა.

ქალაბტონმა წულუკიანმა რაღაც სია რომ წარადგინა და ტყუილებით გაავსო იქაურობა, ძალიან მაინტერესებს რატომ არ წაიკითხა დამკვირვებლების სიაში შემდეგი სუბიექტები:

· საქართველოს პროფესიული განათლების და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენთდა პროფესიული კავშირი?! მათი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება არჩენებს.

· გრიგოლ გაგნიძის ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია, ასევე მათი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს აკვირდება.

· ლადო ბოჟაძის არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი.

· ნანა კაკაბაძის ორგანიზაცია - ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის.

· სახელმწიფო და მოქალაქე ან მწვანე დედამიწა.

ამ ყველაფერს აკეთებენ თვითონ, თვითონ ჰყავთ თავიანთი დამკვირვებელი ორგანიზაციები და რათქმაუნდა, დამკვირვებელ ორგანიზაციებში ისეთებიც იქნებიან, რომელთაც არ მოსწონთ ეს მთავრობა, რომელთაც კავშირი აქვთ ოპოზიციურ პარტიასთან ან განწყობა აქვთ ოპოზიციური. ამაში რა არის პრობლემატური, გაუგებარია.

აქ გამოჩნდა ერთი რამ, რომ მათ ეშინიათ დამკვირვებლების, არ უნდათ, რომ ბევრი ადამიანი აკვირდებოდეს, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ ან რაღაცას გააყალბებენ, ან რაღაც სხვა ინსტრუმენტს გამოიყენებენ და არ გამოუვათ ეს არც ქალბატონ წულუკიანს და არც მის ბატონს, ივანიშვილს. აუცილებლად დამარცხდებიან ამ არჩევნებზე, მათ შორის იმის გამოც, რომ ძალიან ბევრი დამკვირვებელი იქნება.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42