ხმაური ცესკოში - ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი გასატანი ყუთებით სარგებლობის რეგისტრაციის დროის გადაწევას ითხოვენ
პოლიტიკა - 14:36, 27 Oct, 2020     702
პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა და მაჟორიტარობის კანდიდატებმა ელენე ხოშტარიამ და ხათუნა გოგორიშვილმა დაცვის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც შეძლეს ცესკოს შენობაში შესვლა და თამარ ჟვანიას ნახვა.

ისინი ითხოვდნენ, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის გასატანი ყუთებით სარგებლობის რეგისტრაციის დრო საღამოს 22 საათამდე გადაეწიათ.

ჟვანიას მხრიდან უარის მოსმენის შემდეგ ხოშტარიამ და გოგორიშვილმა განაცხადეს, რომ არ დატოვებდნენ შენობას, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდებოდა.

ამის პარალელურად შენობის გარეთ მიმდინარეობდა აქცია, რომლის მონაწილების ასევე ითხოვდნენ გადასატანი ყუთებით სარგებლობის რეგისტრაციის დროის გადაწევას.

შეგახსენებთ, ცესკომ გუშინ განაცხადა, რომ მათ 900-მდე ადამიანმა მიმართა, თუმცა, მათი ნაწილი არ იყო ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაში და ამიტომ ცესკომ ისინი ვერ დაარეგისტრირა.

თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს დასარეგისტრირებლად დრო 14:00 საათამდე ჰქონდათ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაშიც უნდა იყვნენ.

როგორც ელენე ხოშტარია აცხადებს, უამრავი ადამიანი ცდილობს ცესკოსთან დაკავშირებას, რათა გაიგოს, არის თუ არა გადასატანი ყუთების მიმღებთა სიაში, თუმცა ყოველი მცდელობ ა უშედეგოა. დეპუტატის თქმით, სახელმწიფო თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს ხმის მიცემის უფლებას ართმევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42