ლარი გაექცათ, ფასები გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი ჩამოექცათ - რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 14:50, 27 Oct, 2020     1405
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანას არაპროფესიონალები მართავენ.

მისი თქმით, ეს პროცესები სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევის მაჩვენებელია:

„ქვეყანას ყოველდღიურად ძარცვავენ და აგერ უკვე ტერორისტული აქტიც მოხდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ არც ერთი სისტემა ქვეყანაში არ მუშაობს. არ არის დღეს ხელისუფლება, ეს ხელისუფლება არათუ მომავალი 4 წელი, 4 თვითაც რომ დარჩეს, დაანგრევს და წალეკავს კრიმინალი ქვეყანას. სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევის მაჩვენებელია ის, რაც ხდება ზოგადად, კრიმინალთან დაკავშირებით და რაც მოხდა ზუგდიდში.

ყველა ამ ქმედებაში პირდაპირ ჩანდა არაპროფესიონალიზმი და ის, რომ დღეს საქართველოში ძალოვანი სტრუქტურები არიან უკიდურესად არაპროფესიონალები და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. იმის ნაცვლად, რომ მთელ ქვეყანას გვცოდნოდა, ვინ არის დამნაშავე და კინოებში მაინც გვინახავს, რომ დამნაშავის სურათებს კედლებზე აკრავენ, რომ თავი დაიცვან და სწრაფად მოხდეს მისი განეიტრალება, თუნდაც, მოქალაქეების მხარდაჭერით, აბსურდული პოლიტიკური მოტივით მართული პროცესები დავინახეთ აქ ჩვენ. რომ არა თავისუფალი მედია, დღემდე არ გვეცოდინებოდა, ვინ არის ტერორისტი და მძარცველი, რომლის მხილებაში საზოგადოებას და გამჭვირვალობას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ამ უსახური სპეცსამსახურების არაეფექტიან ქმედებას. ხელისუფლოებას ლარი გაექცა, ფასები გაექცა, ვირუსი გაექცა, ტერორისტი გაექცა, ქვეყანა კი ჩამოექცა - ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს“ - განაცხადა გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42