"ძალიან სამწუხარო სანახავი იყო, რომ სოსო ჯაჭვლიანი სწორედ იმ ხალხთან მივიდა წყენის გამოსახატად, რომელმაც მისივე მონაწილეობით აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები დააყენა. სწორედ ასეთ ხალხთან გამოავლინა ბატონმა სოსომ თავის ხვაშიადი. მე სვანებში გავიზარდე და მინახავს სვანი კაცები, თუმცა ამდენი ემოცია არც ერთში. ის, როგორც ჩანს, არის ნაწყენი, მაგრამ გადაუვლის. მე ყველაზე მეტად იმაზე მეცინება, რომ ის სოსო ჯაჭვლიანი, რომელსაც იბიარდის ეძახდით და ღიად დასცინოდით, ახლა უცბად შეგიყვარდათ", - აცხადებს წულუკიანი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოსო ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ეკა კვესიტაძესთან საჯაროდ განაცხადა, რომ გამოეყო „ქართულ იცნებას“, რადგან ხელისუფლება რეალურად არაფერს აკეთებს იმ დაპირებებიდან, რომლითაც სათავეში მოვიდა და რომ კახი კალაძის ცოლის ძმა მას ემუქრება და თავად თბილისის მერი კი ყველა სპორტულ ფედერაციაზე გავლენის მოპოვებას ცდილობს.
მასალის გამოყენების პირობები






