"დაანებეთ თავი კოვიდშემთხვევებით მანიპულირებასა და ამომრჩევლის მოსყიდვას, რადგან არჩევნებში მაქსიმუმ 30%-35%-მდე შედეგი მიიღოთ,“ - გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებას“
პოლიტიკა - 13:06, 27 Oct, 2020     578

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოახლოებულ არჩევნების შედეგებზე სხვადასხვა ხერხებით ახდენს მანიპულირებას და განაგრძობს მოსახლეობის პირდაპირ დაშინებას იმ მიზნით, რომ არჩევნებზე მისვლა გადაიფიქრონ, ზოგიერთ შემთვევაში კი, ახდენს ამომრჩევლების მოსყიდვას. ვაშაძის თქმით, მისი გუნდი კონკრეტული ფაქტების გამოვლენაზე მუშაობს და საზოგადოებას სულ მალე წარუდგენს. პარტიის პრემიერობის კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს თავი დაანებონ პანიპლაციას, რადგან მისი დამკვიდრვებლები მას არჩევნების გაყალბების შესაძებლობას არ მისცემენ.

„წინ უმნიშვნელოვანესი არჩევნებია და ძალიან ცოტაა დარჩენილი ხელისულების შეცვლამდე. თუმცა გახარია და მისი „ფულის მკეთებელთა“ გუნდი არჩევნების შედეგებზე მანიპულირებს და ორ ყველაზე ცუდ იარაღს იყენებს: ეს არის, კორონა ვირუსით ხალხის პირდაპირ დაშინება, იმ მიზნით, რომ არჩევნებზე მისვლის შეეშინდეთ, რადგან ფიქრობენ,რომ ნაკლები ამომრჩეველი მათთვის კარგი და მოგებიანია და მეორე, ახდენს ამომრჩვლის პირდაპირ მოსყიდვას- სულ უფრო მეტი და მეტი შემთხვევებზე ჩვენამდე აღწევს ინფორმაცია, სადაც ამომრჩევლისგან უბრალოდ ყიდულობენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ჩვენი გუნდი ამ თემებზე მუშაობს და სულ მალე კონკრეტულ ფაქტებსაც აუცილებლად წარმოგიდგენთ,“ - აცხადებს გიოგი ვაშაძე და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, თავი დაანებონ კოვიდშემთხვევებით მანიპულირებასა და ამომრჩევლის მოსყიდვას, რადგან მათ არჩევნებში მაქსიმუმ 30%-35%-მდე შედეგი მიიღონ.

„რაც არ უნდა მანიპულაცის ხერხებს მიმართოთ, ჩვენ ძალიან ბევრი მოხალისე და მხარდამჭერი გვყავს, ძალიან ბევრი დამკვირვებელი და პროგრამული უზრუნველყოფის მცოდნე პირები, იმისათვის, რომ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ მოგცეთ. მაგრამ თუ შეეცდებით მანიპულაციას თქვენ საკადრის პასუხს მიიღებთ. მოვუწოდებ მოქალაქეებს, ძალიან გთხოვთ არ შეშინდეთ კორონა ვირუსით, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც არჩევნები კორონა ვირუსის პირობებში ჩატარდა, არჩევნები არ გამხდარა ვირუსის გავრცელების წყარო, რადგან არჩევნები არის ძალიან ორგანიზებული პროცესი, სადაც ვირუსის გადადების ფაქტობრივად ნულოვანი შანსი არსებობს. ნუ გავხდებით თანამონაწილე იმ კამპანიის, რაც ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ხალხის დაშინებაში პირდაპირ ბატონ გახარიას და „ქართულ ოცნებას“ ვადანაშაულებ რადგან ისინი ფიქრობენ სწორედ კორონა ვირუსის ასეთი აგრესიული კამპანიის პირობებში ხალხი არჩევნებზე არ მივა და მხოლოდ ამის იმედი აქვთ, “ - მიაჩნია გიორგი ვაშაძეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42