ხელისუფლებას მოკავშირედ გვერდით უდგას კრიმინალი - რატიანი
პოლიტიკა - 12:49, 27 Oct, 2020     496
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი, ხელისუფლების მხირდან წინაარჩევნოდ, ზეწოლაზე საუბრობს.

რატიანის თქმით, ხელისუფლება აქტიურად ახდენს ზეწოლას სხვადასხვა ინტერეს-ჯუფბზე, მათ შორის ბიზნესზე, სკოლის დირექტორებსა საჯარო მოხელეებზე.

რატიანმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას მოკავშირედ ყავს კრიმინალი, ამრიგად ის კრიმინოგენული ვითარება, რაც ქვეყანაშია შექმნილი, არ არის გასაკვირი.

„ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი, ორგანიზებული კამპანია, ზეწოლა, ფაქტობრივად ყველა ინტერეს-ჯგუფზე. ეს ინტერეს ჯგუფებია პირველ რიგში ადამიანები, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო სექტორში, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ზეწოლაა მასწავლებლებზე, ჩემს კამპანიაში არიან ადამიანები, რომლებსაც პირადად უთვლიან მუქარებს.

გარდა ამისა, იცით, რომ საქართველოში ფაქტიურად არ გვეყოლება არჩეული დირექტორები და ყველა დირექტორი არის დანიშნული და მათი რიცხვი არის 2000 სკოლიდან 1400 სკოლამდე, იქ არიან დანიშნული დირექტორები და ეს გააკეთეს სპეციალურად, იმისთვის, რომ ყველა დირექტორზე იყოს ზეწოლა. ის ნაწილი, ვინც მათთვის სასურველი არ არის, პირდაპირ ანთავისუფლებენ, საჯარო მოხელეები უბრალოდ ხმას ვერ იღებენ და ვერ გამოდიან შეხვედრებზე, თუმცა ბევრი მათგანის გზავნილია, რომ ისინი მაინც არ მისცემენ ხმას ხელისუფლებას.

აღარ არის საუბარი მოსყიდვებზე და პირდაპირ ფულის გადაცემაზე და ასევე, ბიზნესზე არის მართლაც ძალიან სერიოზული და მძიმე ზეწოლა. ჩართულია კრიმინალი ამ კამპანიაში და ის კრიმინოგენული ვითარება, რაც ქვეყანაშია შემქნილი, გარკვეულ წილად არის ბმაში იმასთან, რომ პოლიციელები, სამართალდამცავები ხედავენ, რომ ხელისუფლებას მოკავშირედ გვერდით უდგას კრიმინალი.“ - განაცხადა რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42