გლდანში მოუწესრიგებელი ქუჩების, გამო მხოლოდ 4 თვეში დაიღუპა 1 და დაშავდა 26 ადამიანი - გიგლა მიქაუტიძე
პოლიტიკა - 12:41, 27 Oct, 2020     632
"ლელოს" გლდანის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ გლდანში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის შესახებ ბრიფინგი გამართა და შსს-დან მიღებული ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც ისაუბრა.

მიქაუტაძის ინფორმაციით, შსს-დან მიღებული მონაცემებით დგინდება, რომ ივნისი და სექტემბრის ჩათვლით 24 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ამ ტერიტორიაზე, სადაც დაშავდა 26 ადამიანი, ხოლო 1 დაიღუპა.

როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, გლდანის ქუჩების რეაბილიტაცია წელიწადნახევარია, მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში ქუჩები არც დაუხაზავთ, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზია.

"აქ ხდება ყოველდღე უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა, იმიტომ, რომ გზები არის მოუწესრიგებელი, მანქანები მოძრაობენ ქაოტურად და ჩვენ ჯერ კიდევ სექტემბერში, მივმართეთ მერიას, რომ დაესრულებინა ეს პროექტი, მიეყვანა ბოლომდე. მას შემდეგ გავიდა2 თვე და დღემდე ამ მდგომარეობაშია ეს ქუჩები. ამის გამო გადავწყვიტეთ, ჩვენი ხელით დაგვეხაზა ქვეითთა გადასასვლელი, რა დროსაც პოლიციამ გაგვაჩერა, გვითხრა, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის. თუმცა არც ის აკეთებს, ვისი საქმეცაა. მერია არის უმოქმედო და უუნარო, მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, საკუთარი ხელებით და საკუთარი ძალებით მოაგვარონ პრობლემა. დახაზულიც კი არ არის ეს ქუჩები იმისთვის, რომ ადამიანებმა უსაფრთხოდ იმოძრაონ," - განაცხადა მიქაუტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42