შოკისმომგვრელი კადრები, რომელიც მთაწმინდაზეა გადაღებული: "სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს“
საზოგადოება - 11:57, 27 Oct, 2020     10108

უცნაური ფოტოები მთაწმინდის პარკიდან - ქალი, რომელსაც ახალშობილ ბავშვებს უცნაური მეთოდით ავარჯიშებს ქეთევან მერაბიშვილია. მის მიერ დანერგილ ე.წ. მაუგლის მეთოდებს არაერთი მედიკოსის აღშფოთება მოჰყვა.

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პედიატრი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„გამისკდა გული!

ვინმე ქეთი „ექიმი“ 1 კვირის ახალშობილს ტვინს ურყევს და ამას მშობლები აპლოდირებენ, იმის მაგივრად რომ უჩივლონ!

გავარკვიე, ანტივაქსერების სექტაც ყოფილა, ამისთანებმა შემოაბრინეს დავიწყებული საშიში დაავადებები! მოკლედ, სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს! დედებს ავუხსნათ, რა საფრთხეს უქმნიან საკუთარ შვილებს ამ ვაი-ექიმის ხელში“, – წერს ქეთი ლობჟანიძე.

ქეთევან მერაბიშვილი საქართველოში სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიას არ ფლობს, აზერბაიჯანში კი მისი მკურნალობის უჩვეულო მეთოდების შესწავლის მიზნით სისხლის სამართლის საქმეც კი იყო აღძრული.

ქეთევან მერაბიშვილი ამბობს, რომ მისი მეთოდებით არათუ საშიშია, არამედ პირიქით, მძიმედ დაავადებულ ბავშვებსაც კი კურნავს. რაც შეეხება ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროპაგანდას, მერაბიშვილი ამბობს, რომ ის ვაქცინას არ ეწინააღმდეგება, თუმცა უნდა იცოდეს კონრეტულად რა შემადგენლობის არის ეს ვაქცინა.

„30 წელია ვმუშაობ და არ მქონია შემთხვევა ბავშვი დაზიანებულიყო, ან დაზარალებულიყო. შემიძლია 1000-ზე მეტ ოჯახს დაგაკავშიროთ, რომელთა ბავშვებიც მე გავზარდე, მათ შორისაა ცნობილი ოჯახები.

დიახ, აზერბაიჯანში საქმე აღძრეს, რადგან საშიშად მიიჩნიეს ეს მეთოდი, მაგრამ როდესაც მოიძიეს ბავშვები, დარწმუნდნენ, რომ საშიში არაფერი იყო. გულის მანკი, სეფსის უმძიმესი ფორმა და სხვა მძიმედ დაავადებული ბავშვები დღეს ჯანმრთელები არიან. და ეს მოხდა მხოლოდ ვარჯიშით, არცერთი პრეპარატი არ მიხმარია.

ქართველმა ერმა კი არ უნდა ებრძოლოს ამ მეთოდს, პირიქით, რაც მეტი ბავშვი გადარჩება იმაზე უნდა იფიქრონ.

თქვენ ნახეთ ანტიბიოტიკების უკუჩვენებები და მერე ვისაუბროთ. მე ვაქცინაციას კი არ ვეწინააღმდეგები, უნდა დამიდონ რისგან შედგება ეს ვაქცინა, ყველა ბავშვი ვაქცინის წინ უნდა იყოს შემოწმებული, ბავშვს თუ რაიმე დაემართება ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი. თუ ამაზე იქნება პასუხი, პირველი მე ავცრი ჩემს შვილიშვილს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ქეთევან მერაბიშვილი.

პედიატრები და სხვა სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ახალშობილი ბავშვებთან ასე მოპყრობა უდიდეს რისკებს შეიცავს, რამაც შესაძლოა ტვინის და ნევრული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. მათი თქმით, ჩვილების თავდაყირა ტრიალით ჩნდება სისხლჩაქცევები და სხვა გართულებები.


სრულად: პრაიმტამი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42