Admixer - ახალი შესაძლებლობები ციფრული რეკლამირებისთვის
საზოგადოება - 10:43, 27 Oct, 2020     1141
Admixer - ახალი შესაძლებლობები ციფრული რეკლამირებისთვის

დსთ-ს წამყვანი დიჯითალმოთამაშე კომპანია Admixer-ი საქართველოს ბაზარზე სამუშაო არეალის გაფართოებას განაგრძობს. 2020 წლის სექტემბრიდან Admixer Advertising-ს ქართული გუნდიც შეუერთდა, რაც ქართულ სარეკლამო ბაზარს საშუალებას მისცემს საერთაშორისო ციფრულ ეკოსისტემაში ჩაერთოდ.

ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს შორის ურთიერთობების გამარტივება, ეფექტიანი სარეკლამო კამპანიების წარმოებისთვის დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერით უზრუნელყოფა, ინვენტარის მონეტიზების ახალი შესაძლებლობების გაცნობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა განხორციელება Admixer-მა საქართველოში მიზნად დაისახა.

Admixer Advertising Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის, დიმიტრი ტიკარაძის თქმით, მიმდინარე წელს კომპანია ტექნიკური გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს წარმოადგენს, რომელიც ბაზრის ქართველ მოთამაშეებს დაეხმარება, შექმნან ძლიერი ადგილობრივი პროგრამატიკული პროდუქტები. ამასთანავე, ამუშავდება ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი გახდება ლოკალური ინვენტარისა და მონაცემების შეძენა-გაყიდვა. და კიდევ, ეს ინსტრუმენტი საერთაშორისო პროგრამატიკ-ეკოსისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობასაც გააჩენს.

მისივე თქმით, Admixer Advertising Georgia ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებისა და პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს:

„Admixer-ის ეკოსისტემა ბაზრის აბსოლუტურად ყველა მოთამაშის პროდუქტიულ თანამშრომლობას ითვალისწინებს: საიტების, ფაბლიშერების, მედიაჰოლდინგების, ონლაინ კინოთეატრების, აპლიკაციების, სეილს-ჰაუსების, სარეკლამო ქსელების, მონაცემთა მომწოდებლების, სარეკლამო სააგენტოებისა და რეკლამების დამკვეთების. სისტემა მოიცავს იმ მედიასაც, რომელიც, ხშირად, არაციფრულად მიიჩნევა - ტელევიზია, OTT, რადიო, DOOH, indoor და სატრანსპორტო საშუალებები“, - განმარტავს დიმიტრი ტიკარაძე.

Admixer-ს ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებისა და პრაქტიკის დანერგვის სრული შესაძლებლობა გააჩნია, რადგან კომპანია ისეთი პროდუქტების წარმომადგენელი და პარტნიორია, როგორებიცაა: Google Marketing Platform, Viber, InMobi, Tinder, Opera და მრავალი სხვა.

Admixer-ის გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური არქიტექტურის მიზანია, უზრუნველყოს ბაზრის მოთამაშეებს შორის მარტივი კომუნიკაცია, რათა მათ ყველანაირი, მათ შორის ფინანსური, გარიგების პირდაპირ განხორციელების საშუალება ჰქონდეთ.

როგორც Admixer Advertising-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ბრეუსი აღნიშნავს, Admixer-ი საქართველოში ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს შორის საქმიან მიდგომებს გაამარტივებს, რადგან სწორედ Admixer-ი უზრუნველჰყოფს ეფექტიანი სარეკლამო კამპანიებისთვის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.

„Admixer თავის პარტნიორებს ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომელთა დახმარებითაც შეძლებენ, წარმატებით შეინარჩუნონ და კიდევ უფრო ეფექტურად წარმოაჩინონ არსებული საბაზრო ურთიერთობები. გარდა ამისა, შექმნან საკუთარი პროდუქტი, ფეხი აუწყონ მსოფლიო ტექნოლოგიურ ტენდენციებს და ამ პროცესების პარალელურად განვითარდნენ“, - აცხადებს ალექსანდრე ბრეუსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42