ქვეყანაში გვაქვს ხანძარი, რაც მთავრობის ჩაფლავებული კრიზისმენეჯმენტის შედეგია - ვახტანგაძე
პოლიტიკა - 17:28, 26 Oct, 2020     1001

ევროპული საქართველოს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართა და მთავრობის არაეფექტური მართვა გააპროტესტა კორონავირუსის ეპიდემიასთან მიმართ.

ევროპული საქართველოს ახალგაზრდა სპიკერის, თათია ვახტანგაძის თქმით, ამ აქციით მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ქვეყანაში არის ხანძარი, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისიშია და მთავრობა ამ გამოწვევების წინაშე ჩაფლავდა.

ვახტანგაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა ,თუ როგორ შეიძლება დაიძლიოს ეს კრიზისი და ამ გეგმის გახორციელებას პარტია 1 ნოემბრიდან შეუდგება.

„ამ აქციით გვინდა სიმბოლურად გამოვხატოთ და შევახსენოთ მთავრობას, რომ ქვეყანაში გვაქვს ხანძარი..

აი ამ ფოტოზე რაც ხდება - უკან სახლი იწვის და მეხანძრეები ბედნიერი სახით იღებენ სურათს, ასეთ მდგომარეობაშია მთავრობა დღეს - ინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, ეკონომიკა თავზე ჩამოგვენგრა და ქართული ოცნება თავს იწონებს, თუმცა გაუგებარია, რითი.

დღეს რაც ხდება კორონავირუსთან მიმართებით ქვეყანაში, არის ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული კრიზისმენეჯმენტის შედეგი. ჩვენ, ევროპულ საქართველოს, გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა დავძლიოთ ეს კრიზისი და ამ გეგმის განხორციელებას შევუდგებით პირველი ნოემბრიდან.“ - განაცხადა ვახტანგაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42