გიგი წერეთელის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ასეთი განცხადებები უსაფუძვლო და არასერიოზულია, რადგან თუ ვინმეს აქვს მსგავსი მეთოდების გამოყენების რესურსი, საშუალება და გამოცდილება, ეს სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაა.
წერეთელმა აღნიშნა, რომ სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა და ხდება „ფეიკების“ გავრცელება, დაწყებული რაფალიანცის საქმიდან და გაგრძელებული უამრავი ყალბი ანგარიშის წაშლით სოციალურ ქსელებში, რომლებიც ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებული.
„ხელისუფლების მხრიდან განცხადებები მოსალოდნელ ფეიკებზე ოპოზიციის მისამართით, არის აბსოლიტურად უსაფუძვლო და არასერიოზულიც კი, იმიტომ, რომ თუ ვინმეს აქვს რაიმე რესურსი, რაიმე ისტორიაც, გამოცდილებაც და საშუალებაც, რომ ფეიკ ნიუსები გაავრცელოს ან რაიმე თანამედროვე ტექნოლოგია ჩართოს ამ საქმეში, ეს არის პირველ რიგში სწორედ ხელისუფლება.
ყველას ძალიან კარგად გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში რამდენჯერ მოხდა ფეიკ-ნიუსების გავრცელება დაწყებული რაფალიანცის საქმიდან და უკვე ბოლოდროინდელი მოვლენები, ფეისბუქში უამრავი წაშლილი ანგარიში სწორედ ფეიკ-ნიუსების გამო.
ამიტომ, ნურავისკენ ნუ გაიშვერენ ხელს, ეხლა არის საარჩევნო კამპანია და ასეთი მეთოდებით, ბუნებრივია, ადამიანების შეშინება და მათი აზრის შეცლა ნამდვილად არ გამოვა.“ - განაცხადა წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები






