გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ ყალბ ვიდეომასალებს - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 13:20, 26 Oct, 2020     1386

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამომრჩეველს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სთხოვს, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია მასალებს ამზადებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლითაც ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბება არის შესაძლებელი. კობახიძემ აღნიშნა, რომ ამგვარი ვიდეომასალები სოციალურ ქსელში შესაძლოა არჩევნების წინა ან არჩევნების დღეს გამოქვეყნდეს.

"ამომრჩეველს ვთხოვთ, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ, რისი ტირაჟირების ინტენსივობა უკანასკნელი კვირების განმავლობაში დღითიდღე იზრდება.

გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად Deepfake. შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი.

ამგვარი მასალები სოცქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს, ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს. მიზანი არის მორიგი ფეიკნიუსის, დეზინფორმაციის გავრცელება, უკვე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად შეიძლება "ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელი ვიდეოგამოსახულება შეიძლება დაედოს, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ამბობს იმას, რასაც რეალურად არ ამბობს. რა შეიძლება იყოს ეს კონკრეტულად, შინაარსობრივად, ეს მე არ ვიცი. შეიძლება მე ვიყო, შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იყოს, შეიძლება იყოს კახი კალაძე, გიორგი გახარია და ა.შ. ნებისმიერი ადამიანის არა მარტო საუბრის, არამედ - ვიდეოგამოსახულების გაყალბება შეიძლება. მეტი დეტალი არ ვიცით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42