"ქართული ოცნება" არჩევნების დროს "კოვიდ კარუსელის" გამოყენებას გეგმავს
პოლიტიკა - 13:03, 26 Oct, 2020     703
"ლელოს" ლიდერებმა და ჯანდაცვის ჯგუფის სპეციალისტებმა ბრიფინგი გამართეს. თემა პანდემიის მართვა, სამედიცინო და პოლიტიკური საკითხები იყო.

"ლელოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობერიძის თქმით, საქართველოში კოვიდ - 19 ეპიდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. ამავე დროს, მთავრობა არავითარ ქმედით ღონისძიებას არ ახორციელებს. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება" ყველა ხერხით ცდილობს, რომ რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე,

"პასუხისმგებლობა იმაზე, თუ ამ არჩევნებზე 2 მლნ-ზე ნაკლები ამომრჩეველი მოვა, ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლებისა და ცესკოს პასუხისმგებლობა. ეს ორი სუბიექტია, ვინც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს არჩევნების დროს ვითარების მართვა. ასეთ პირობებში მთავრობა, ნაცვლად იმისა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ღონისძიებებს ატარებდეს, მხოლოდ აანონსებს, რომ ყოველდღიური დაინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება 5,000 მდე და გვაშინებს იმით, რომ ე.წ პიკს ველოდებით ნოემბრის მეორე ნახევარში. სრულად მოშლილია მოსახლეობის ინფორმირების სისტემა. მოსახლეობა არ არის ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება არჩევნებში მონაწილეობის მიღება,"- აცხადებს კობერიძე.

"ლელოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ცესკომ და საქართველოს ხელისუფლებამ აიღონ პასუხისმგებლობა, რომ დაინფიცირებული მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება დაცული იქნება არჩევნების დროს.

„ამ ყველაფერზე ახლა ვსაუბრობთ, რადგან მთავრობა დაინფიცირებულთა რიცხვის შესამცირებლად არაფერს აკეთებს. „ლელო" კი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პარტია, ყველანაირად შეუწყობს ხელს მსურველებს, მივიდნენ არჩევნებზე, მათი ხმა არ დაიკარგოს და მათი უსაფრთხოება იყოს დაცული. მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რომ თავიანთ მომხრეებს მიაწოდონ ინფორმაცია, რადგან ამას არ აკეთებს ხელისუფლება. ჩვენ ყველამ ერთად, ოპოზიციურმა პარტიებმა, უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ არჩევნების სრულფასოვნად ჩასატარებლად, არამედ კოვიდპანდემიის მართვისთვის, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება,"-განაცხადა კობერიძემ.

ქვეყანაში კოვიდპანდემიით დაავადებულთა ზრდაზე ისაუბრა „ლელოს" ჯანდაცვის ჯგუფის წევრმა ვატო სურგულაძემ. როგორც სურგულაძე განმარტავს, პანდემიის პირობებში ვერ ხორციელდება პაციენტების საავადმყოფოში დროული გადაყვანა და განთავსება, ასევე გვიანდება დიაგნოზის დროული დასმა, რაც იწვევს გართულებული შემთხვევების და სიკვდილიანობის ზრდას.

„არ ხდება არსებული სიტუაციის სრულყოფილი ანალიზი, ე.წ. წერტილოვანი დარტყმები ხორციელდება სპონტანურად და არ არის დაფუძნებული სიტუაციის რეალურად შესწავლაზე. სახელმწიფო აპირებს, შეისყიდოს საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტი, რომლის კლინიკური ეფექტიანობა ჯერ არ არის ბოლომდე დასაბუთებული. 2-3 კვირაში დაიწყება სეზონური გრიპის პერიოდი, ამ მიმართულებით სახელმწიფო არ ახორციელებს აქტიურ საინფორმაციო პოლიტიკას. მათი ეს უმოქმედობა კიდევ უფრო გაართულებს არსებულ სიტუაციას, იმის გამო, რომ სეზონური გრიპი საკმაოდ რთული დაავადებაა და ხშირად მოითხოვს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანას. მაგრამ, ყველაზე ცუდია ის არის, რომ მოსახლეობაში გაჩნდა სასოწარკვეთილების და შიშის გრძნობა, რომ ის მარტო დარჩება ამ საშიშ დაავადებასთან. მთავრობის უმოქმედობა უარყოფითად აისახება საპარლამენტო არჩევნების პროცესზე. დღეიდან დაავადებული და თვითიზოლაციაში გადასული საქართველოს მოქალაქეები ვერ მიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ამ რიცხვმა შეიძლება შეადგინოს 50,000-ზე მეტი ამომრჩეველი. ასევე, არსებობს დიდი ალბათობა, რომ მთავრობა არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში გამოაცხადებს „ლოქდაუნს". საქართველოს შემუშავებული აქვს გეგმა და სამსაფეხურიანი მართვის სისტემა, რომლის ძირითადი ამოცანაა: საქართველოს არცერთი მოქალაქე ერთი წუთითაც არ დავტოვოთ მარტო კოვიდთან,"- განმარტა სურგულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42