უგულავას თქმით, ციხის კადრებთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. უგულავამ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ნამდვილად არსებობდა სისტემური ხარვეზები და მაშინ საზოგადოებამ ეს დაიჯერა.
უგულავამ აღნიშნა, რომ ის გარემოებები, რაც ამ საქმეს ახალვს თან, რომ ვიღაცამ დაუკვეთა და ვაღაცამ დადგა ეს კადრები, არის დანაშაულის შემცვლელი და ეს საქმე უნდა გამოიძიოს დამოუკიდებელმა პროკურატურამ და სასამართლომ.
„ფაქტია, რომ ეს ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე ამოვარდა და საზოგადოებამაც იხილა, რომ ამ კადრებთან და იმ დანაშაულებებთან, რომლებიც თითქოს ამ კადრებზე არის აღწერილი, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, ბევრი ავთენტურია, ბევრი არა, ზოგი დადგმულია, ზოგი კი არ არის დადგმული.
ფაქტია ისიც, რომ ბედუკაძე განრიდებით გაუშვა მაშინდელმა ივანიშვილის პროკურორმა, ამიტომ, ამ ამბავს ფარდა უნდა აეხადოს ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, თუ რა იყო აქ სიმართლე.
მაშინ საზოგადოებამ ეს დაიჯერა იმიტომ, რომ ობიექტურად არსებობდა ციხეებში პრობლემები, ეს რომ იუსტიციის სახლში მომხდარიყო, რაც არ უნდა სკანდალური ყოფილიყო, საზოგადოება ამას არ მიიღებდა, როგორც სისტემურ პრობლემას,.
გარემოებები, რომლებიც ამ საქმეს ახლავთ თან, ვიღაცამ ფული გადაუხადა, ვიღაცამ დაუკვეთა, ვიღავამ დადგა, ეს ყველაფერი აშკარად გამოსაძიებელია, რადგან სულ მცირე ეს არის ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და შემცველი მნიშვნელოვანი დანაშაულის.
ამიტომ, ეს ხელისუფლება რათქმაუნდა ამას არ გამოიძიებს, რადგან ეს იქნებოდა საკუთარი თავის ტალახიდან ამოყვანის მცდელობა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამბავი, ისევე როგორც ბევრი გაყალბებული გამოძიება ახალი ხელისუფლების პირობებში იქნება გამოძიებული დამოუკიდებელი პროკურორისა და სასამართლოს მიერ, ან საპარლამენტო კომისიების მიერ მომავალი კოალიციური ხელისუფლების პირობებში.“ - განაცხადა გუგლავამ.
მასალის გამოყენების პირობები






