"თანამედროვე მსოფლიოში, ალბათ ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომლისთვისაც არ გვაქვს მიწვდენილი ხმა, რომ რუსეთი ოკუპანტია
პოლიტიკა - 22:09, 25 Oct, 2020     4283

ანუკა შანიძე: ჩვენმა თაობამ ძალიან კარგად გავიაზრეთ და უფრო მეტიც შევისისხლხორცეთ კიდეც ეს ფრაზა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ქართველებისა და რუსების მეგობრულ დამოკიდებულებას პოლიტიკამ ვერაფერი დააკლო.

რა არის პოლიტიკა?

პოლიტიკა ძალიან ფართო მნიშვნელობის სპექტრია, ეს არის საზოგადოებრივი იდეების ერთობლიობა და მისგან გამომდინარე მიზანმიმართული საქმიანობა. პოლიტიკა იყოფა მიმართულებებად, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უმრავლესობა დამოუკიდებელი სახელმწიფოა მაინც არის შემორჩენილი ტოტალიტარიზმი... ტოტალიტარულ სახელმწიფოებში გითვალთვალებენ, ფიქრს გიკონტროლებენ, გაჯერებენ, რომ ომი მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება კი ძალაა, გარწმუნებენ, რომ 2+2=5 და შენ არ გაქვს არგუმენტები საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, როგორც ჯორჯ ორუელი წერდა თავის ნაწარმოებში „1984“ : “უბრალოდ უნდა გესწავლა ისე ფიქრი, როგორც ისინი ფიქრობდნენ”. ყოველ ფეხის ნაბიჯზე კი „ დიდი ძმა“ გითვალთვალებდა. და მაინც მგონია, რომ ყველაზე პირსისხლიან რეჟიმსაც სჭირდება მათი ძნელი საქმეების შემსრულებელი, ადამიანები, რომლებიც თავიანთი ბინძური ბუნების გამო, ან ბრმა რწმენით, ზოგიც–ანგარებით ყველა ვითარებაში აღტაცებით, ნდობით შესცქერიან ხელისუფლების სათავეში მყოფთ, ყოველ მათს ნაბიჯს ესალმებიან, „სჯერათ“ მათი უმწიკვლოება და ერთგულება.

და მაინც გადავხედოთ წარსულს.

უხსოვარი დროიდან რა არ გადაგვხდენია თავს. რა რჯულის მტერი არ შემოგვსევია, უსწორო ომები ვასწორეთ, ურჯულოსა და რჯულიანს გავუძელით, ხორცი მივეცით სულისათვის და ქვეყანა დღემდე მოვიტანეთ, რათა გადაგვერჩინა ერთიანი ეროვნული სული, ჩვენი არსებობის საფუძველი... 1783 წელს საფუძველი ეყრება საქართველო– რუსეთის ოფიციალურ ურთიერთობას, გეორგიევსკის ტრაქტატით. რასაც მოჰყვა „ცარიზმის რუსეთის“ ორასწლიანი ბატონობა. შემდეგ იყო საბჭოთა რუსეთის 70 წლიანი დიქტატორული მმართველობა. ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემაში „ბედი ქართლისა“ ერეკლე მეფე ამბობს: „დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება“. პოეტი საქართველო–რუსეთის ურთიერთობას, როგორც ბედისწერის გარდაუვალობას, ისე აფასებდა. მსაჯულს, სოლომონ ლეონიძეს, ეჭვი აქვს იმისა, რომ სახლმწიფოებს “რჯულის ერთობა ვერარას არგებთ“, მისი აზრით, სანამ თავისუფლების სურნელს ვგრძნობთ, შიში არ უნდა გვქონდეს. დრომ მისი სიტყვების სიმართლე დაგვიდასტურა,რუსეთმა არ გვიმეგობრა, უფრო მეტიც ვერაგ მტრად მოგვევლინა და ჩვენი ტერიტორიის 20%-იც კიი მიითვისა...

21-ე საუკუნე.

უკვე საუკუნეებია რუსეთი გახდა ჩვენი დიდი მტერი, აშკარა და დაუძინებელი, თუმცა ხშირად გამარჯვების მოპოვებას ისევ ქართველის ხელშეწყობით ახერხებს, იმ პატარა მტრის დახმარებით, მოყვრად მოსულა და მტერზე უფრი საშიშია. „ღალატს რა უნდა ჩვენშია, როგორი გვადგა დროება“... როცა ყოფნა– არყოფნის საზღვარზე დავდექით, ხსნის გზას ხან რუსეთში ვხედავდით, ხან–ევროპაში,ხანაც აზიაში... დღეს კი, როდესაც ადამიანები სულ უფრო მეტად აფასებენ ტოლერანტობას–შემწყნარებლობას სხვა ეროვნების, სოციალური წარმომავლობის, სარწმუნოების, კულტურის ადამიანებისადმი რუსი პოლიტიკოსები ვერ იოკებენ თავიანთ წყურვილს ჩვენი ქვეყნისადმი და უფრო და უფრო გვიპატარავებენ ისედაც ერთ მუჭ საქართველოს, დღემდე ცდილობენ დაგვიმონონ , ის კი არ იციან რომ, ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას მონაა იგი.

და ბოლოს,რუსეთი პოლიტიკის გარეშე და საქართველო როგორც ქართველი ხალხის სიამაყე.

რუსეთშიც არსებობენ ინტელიგენტი, განათლებული ადამიანები, რომლებიც ემიჯნებიან რუსეთის ოფიციალურ პოლიტიკას და მიაჩნიათ, რომ ჩვენი მეზობლები და მეგობრები არიან.

ჯერ კიდევ ცისფერყანწელთა დროში ჩვენს მწერლებს ყავდათ რუსი მეგობარი, სერგეი ესენინი, რომელიც ჩამოსულიც იყო საქართველოში. ასევე ჩვენი მეგობრობის კარგი მაგალითია- ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავი, რომელიც მთაწმინდაზეა. სულხან-საბა ორბელიანი კი რუსეთის ერთ-ერთ ტაძარშია დაკრძალული.

ქართველობა მარტო ეროვნება არ არის, სასჯელიცაა, გადარჩენა თუ უნდა , განუწყვეტლივ წყლის სახაპავი უნდა ეჭიროს ხელში– ერთი წამითაც თუ მოხუჭა თვალი ნავი წყლით აივსება (ო. ჭილაძე).... სამშობლოს ცნება სადღაც გულის სიღრმეშია შენგან დამოუკიდებლად, თავისთვის, უჩუმრად და მჯერა რომ, თითოეულს კარგად გვაქვს გააზრებული ეს ყველაფერი და მწამს რომ ქართველების პატრიოტიზმი არ დაძველდება, როგორც არ უნდა ეცადოს რუსმა მსაჯულმა ჩვენ ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე ვიქნებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42