თითოეული ადამიანი არის წვეთი, რომელიც ბოლოში აზვირთდება და ეუბნება ოლიგარქიას, კორუფციას, კრიმინალს - არა! - უგულავა
პოლიტიკა - 20:20, 25 Oct, 2020     1087

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის ლიდერებთან ერთად ზუგდიდიში, დადიანების სასახლის ეზოში მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფელბა ჩაფლავდა ყველა გამოწვევის წინაშე და დღეს მოსახლობაში არის ცვლილებების მოლოდინი და 31 ოქტომბერს, როგორც უგულავამ აღნიშნა, მოქალაქეები უარს ეტყვიან სიღარიბეს, კრიმინალს, ოლიგარქიას, კორუფციას და მოუტანენ ერთად ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს.

„ცვლილებები კარს მოგვადგა, ცვლილებები გარდაუვალია, ცვლილებებია როგორც წყალი, რომელსაც ვერაფრით ვერ გააჩერებ, ვერ გააჩერებ რაც არ უნდა მილიონები დააყენო წინ, ვერ გააჩერებ ვეღარასდროს, მასინ როდესაც წყალი წამოსულია, იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი არის წვეთი, რომელიც ბოლოში აზვირთდება და ეუბნება ოლიგარქიას, კორუფციასა და კრიმინაკლს არას და გავაგონოთ ეს არა კიდევ ერთხელ აქედან, ყველაზე ამაყი ადგილიდან საქართველოსი.

ხშირად გვეუბნებიან, რისთვის ვიბრძვით, ამაზე ილია ჭვაჭავაძემ ჯერ კიდევ მე-19 საუკენეში გასცა პასუხი, ეს არის ენა, მამული და სარწმუნოება და მართლაც, მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი ენის გადასარჩენად, ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ავტოკეფალიისა და რწმენის თავისუფლებისთვის.

დადგა ეს დრო, როცა ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, დადგა დრო, როდესაც ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი მამული, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დამოუკიდებლობა, შევინარჩუნეთ ჩვენი ენა და მივიღეთ რწმენის თავისუფლებაც.

დღეს 21-ე საუკუნეში სხვა გამოწვევები გვაქვს და სხვა რამეს ეფუძნება ქართული სახელმწიფო. პირველი ეს არის თავისუფლება, როგორც ადამიანის უზენაესი ნება და ლტოლვა სრულყოფილებისაკენ. მეორე ეს არის დემოკრატია, მესამე არის - მშვიდობა და უსაფრთხოება, რადგან მშვიდობის გარეშე არ არის არც დემოკრატია და არც თავისუფლება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება მშვიდობამდე არ დაიყვანება, თავისუფლება უფრო მეტია. ბოლოს, ეს არის კეთილდღეობა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს სჭირდება. კეთილდღეობა ნიშნავს სამუშაოებს, ნიშნავს უზრუნველყოფილ სიბერეს.

რა იყო 2012 წელს ქართული საზოგადოების ოცნება. მისი ქართული ოცნება იყო დემოკრატია, მაგრამ არ ყოფილა კორუფცია და ოლიგარქია, მისი ქართული ოცნება იყო მშვიდობა, მაგრამ არ ყოფილა გაპარპაშებული, გაქსუებული ბიუროკრატია, მისი ქართული ოცნება იყო კეთილდღეობა და შედეგად მიიღო 800 ათასი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი და 80 ათასი ბავშვი, რომელიც დღეს შიმშილობს. შედეგად მიიღო 3 დოლარის ანაბარად დატოვებული პენსიონერი; შედეგად მიიღო კორუფცია და უსუსურ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო მოზღვავებული გველეშაპის- პანდემიის წინაშე.

მაშინ ბუნებრივად ისმის კითხვა - რად გვინდა მთავრობა, რომელმაც ჩააფლავა უმუშევრობასთან ბრძოლაში, რომელმაც ჩააფლავა კრიმინალთან ბრძოლაში, ჩააფლავა პანდემიასთან ბრძოლაში? რად გვინდა მთავრობა, რომელიც აღარ ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე, დასაქმებაზე და ჩვენს უსაფრთხოებაზე? ასეთი მთავრობა უნდა წავიდეს და წავა 31-ში.

გავაგონოთ ჩვენი ხმა ივანიშვილს, რომელსაც აღარც ყურები აქვს, აღარც თვალები, ვარდისფერი სათვალით უყურებს ყველაფერს და ამ ვარდისფერ სათვალეს გვაჩეჩებს, როგორც სინამდვილეს. ასე აღარ გაგრძელდება. ცვლილებები კარს მოგვადგა, გარდაუვალია, ცვლილებებს ვერ გააჩერებენ, რაც არ უნდა მილიონები დააყენონ წინ. თითოეული ადამიანი არის წვეთი, რომელიც ბოლოში აზვირთდება და ეუბნება ოლიგარქიას, კორუფციას, კრიმინალს - არა!“ - განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42