მოსახლეობას უნდა არა უიმედობა და უპერსპექტივობა, არამედ შესაძლებლობების საქართველო, ამისთვის კი საჭიროა გარდამტეხი ცვლილება - ქებურია
პოლიტიკა - 20:17, 25 Oct, 2020     3622

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის ლიდერებთან, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიასთან ერთად ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდა ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის ოლქში, ლელა ქებურია.

ქებურიას თქმით, ევროპული საქართველოს გეგმა ემთხვევა მოსახლეობის მოთხოვნას და სწორედ ის მოუტანს როგორც სამეგრელოს, ისე მთლიანად საქართველოს გარდამტეხ ცვლილებებს.

„დღეს მოსახლეობას სურს, რომ შემცირდეს ფასების ზრდა, სიღარიბე, ლარის გაუფასურება და ამისთვის საჭიროა ცვლილება. თქვენ გინდათ ისეთი სოციალური თანადგომა სახელმწიფოსგან, რომელიც მორგებული იქნება და უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც აქვს პენსიონერებს, უნარშეზღუდულებს, ვეტერანებს, დევნილებს, სოციალურად დაუცველებს და ამისთვის საჭიროა ცვლილება.

თქვენ გინდათ უსაფრთხო გარემო, თავისუფლება, ხარისხიანი განათლება და მომავლის პერსპექტივა თქვენი შვილებისთვის და ამისთვის საჭიროა ცვლილება. თქვენ გინდათ ხარისხიანი, ეფექტური და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ამისთვის საჭიროა ცვლილება.

თქვენ გინდათ სამუშაო ადგილები, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს 21-ე საუკენეში, გაზი და წყალი და ამისთვის საჭიროა ცვლილება.

თქვენ გინათ, რომ თქვენი შვილები, თქვენი დები, მშობლები, საზღვარგარეთ კიარ მიდიოდნენ ლუკმა-პურის საშოვნელად, არამედ მათ თქვენ გვერდით ჰქონდეთ ამის საშუალება და ამისთვის საჭიროა ცვლილება.

თქვენ გინდათ კრიმინალისგან, კორუფციისგან, ნეპოტიზმისგან თავისუფალი სახელმწიფო და ამისთვის საჭიროა ცვლილება.თქვენ გინდათ ანგარიშვალდებული, მრავალფეროვანი პარლამენტი და ამისთვის საჭიროა ცვლილება.

თქვენ, ისევე როგორც მთლიან საქართველოს გინდათ არა უიმედობა, არა უპერსპექტივობა, არა კრიმინალი, არამედ შესაძლებლობების სამეგრელო და შესაძლებლობების საქართველო, ამისთვის კი საჭიროა ცვლილება.

თქვენ გაქვთ ცვლილებების სურვილი, ხოლო ჩვენ ევროპულ საქართველოს გვაქვს ამ ცვლილებების გეგმა, თქვენი სურვილები და ჩვენი შესაძლებლობები ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომაც ვდგავართ აქ, ამიტომ წავალთ ყველა ერთად 31 ოქტომბერს არჩევნებზე, შემოვხაზავთ 2-იანს და შევუდგებით ჩვენი გარდამტეხი ცვლილებების გეგმის განხორციელებას.“ - განაცხადა ქებურიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42