ევროპული საქართველოს ლიდრემა, დავით ბაქრაძემ, პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდათან, გიგი უგულავასა და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატთან, გიგა ბოკერიასთან ერთად, ზუგდიდში, დადიანების სასახლეში შემაჯამებრლი შეხვედრა გამართა.
დავით ბაქრაძის თქმით, დღეა არსებულ გაჭირვებას, უიმედობასა და უპესპექტივობას აუცილებლად შეცვლის 31 ოქტომბრის არჩევნები და ევროპული საქართველოს გეგმა, რომელიც საქართველოს მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.
„ჩვენი ბრძოლა არ არის პარტიული ბრძოლა, ჩვენი ბრძოლა არ არის ევროპული საქართველოს ბრძოლა, ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა გარდამტეხი ცვლილებებისათვის საქართველოში, რომელიც უნდა მოიტანოს ევროპულმა საქართველომ და 2 ნომერმა.
დღეს ქვეყანა შესულია ძალიან მძიმე კრიზისში, საქართველოში არის ათეულობით ათასი ადამიანი, სადაც არცერთი ადამიანი არ მუშაობს და არცერთი ხელფასი არ შედის, საქართველოში არის ათეულობით ათასი ოჯახი, რომელთა საარსებო წყაროს წარმოადგენს პენსია და სოციალური დახმარება, არის ძალიან ბევრი პენსიონერი, ვისაც საკუთარი პენსია თვითან თვემდე წამლის საყიდლად არ ყოფნის, საქართველოში დაბრუნდა დრო, როდესაც დედას ქუჩაში საკუთარი შვილის გაშვება ეშინია, საქართველოში დაბრუნდა უიმედობა და ყველაზე მძიმე კითხვა შევარდნაძის წარსულიდან -„გვეშველება რამე?!“.
ამ ყველაფერს სჭირდება გარდმატეხი ცვლილებები და ცვლილებების მომენტი არის 31 ოქტომბრის არჩევნები. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი შანსი, თუ ჩვენ ეს შანსი ხელიდან გავუშვით, თუ ჩვენ 31 ოქტომბერს არ წავედით არჩევნებზე, თუ ჩვენ 31 ოქტომბერს არ შევცვალეთ ცხოვრება, ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალი 4 წელიც და კიდევ ბევრი წელიც, რადგან დანგრეულის აშენებას ბევრად მეტი სჭირდება, ბევრი წელი ვიქნებით უიმედობაში, სიღარიბეში, გაჭირვებაში, ტყუილში და იმ ყველაფერში, სადაც ჩვენ შეგვიყვანა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა.
ამიტომ, უნდა ვუთხრათ არა ოცნებას, შემოვხაზოთ ევროპული საქართველო და ყველამ ერთად წავიყვანოთ ეს ქვეყანა წინ.“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






