ევროპულმა საქართველომ ანაკლიიდან ენგურის საოკუპაციო ხაზამდე საავტომობილო მარში გამართა. მასში მონაწილეობა მიიღო ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ.
უგულავას განცხადებით, მარშის მიზანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთხელ უთხრან ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი რეჟიმის დრო ამოიწურა.
მარშის შემდეგ, ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის ლიდერებთან გიგი უგულავასა და გიგა ბოკერისათან ერთად, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მოსახლეობასთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.
„ზუგდიდი ივანიშვილის წინააღმდეგ დაიძრა ანაკლიიდან და ქალაქი ზუგდიდის გავლით რუხის ციხემდე მივა, იქნება შეძახილები, მივალთ საოკუპაციო ზონამდე, იქნება ხმაური და შეძახილები, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს, უნდა წავიდეს იმიტომ, რომ მათ ჩააფლავეს პანდემიასთან, უმუშევრობასთან და კრიმინალთან ბრძოლა და აღარ არსებობს არანაირი არგუმენტი, რატომ უნდა დარჩეს ეს მთავრობა.
დღევანდელი დღე იქნება ამის სიმბოლო, სწორედ ზუგდიდიდან დაიწყება ცვლილებები ამ ყოვლად სამარცხვინო და პროპაგანიდსტული რეჟიმის წინააღმდეგ და ზუგდიდი ეტყვის მას ყველაზე მკაცრ სიტყვას, სწორედ იმის გამო, რაც დამართა ივანიშვილის რეჟიმმა ამ ქალაქს და რეგიონს.“ - განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






