"მივიდეთ არჩევნებზე და უარი ვუთხრათ სიღარიბეს, კრიმინალს, უმუშევრობას და მხარი დავუჭიროთ აღმშენებლობას" - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებელმა" ქუთაისში, წინასაარჩევნოდ იმერეთის დასკვნითი ღონისძიება გამართა. პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს "სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელიც მისივე თქმით სამ მნიშვნელოვან პრინციპზეა დაფუძნებული, კერძოდ,, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება, ქვეყნის მოდერნიზაცია და გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება.ვაშაძის თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელი" ეს არის რეალური საქმის კეთება შენი ქვეყნისთვის, ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სადღეგრძელოს თქმა შენი ქვეყნისათვის, ეს არის საქმის მეკეთებელთა გუნდის ფიქრი და დაუღალავი შრომა ქვეყნის მომავლისადმი.
"მივესალმები ქუთაისს, ჩემს იმერეთს, სრულიად საქართველოს.ასობით ათას ჩვენს მხარდამჭერს, რომლებიც გასაგები მიზეზების გამო ახლა ტელეეთერიდან გვადევნებს თვალს. მე მიხარია, რომ აღმშენებლობის ახალ ეროვნულ იდეას, რასაც სტრატეგია აღმაშენებელი წარმოადგენს, ასობით ათასი მხარდამჭერი ჰყავს ყველა ქალაქსა და სოფელში. "სტრატეგია აღმაშენებელი" - ეს არის სამ მნიშვნელოვან პრინციპზე დაფუძნებული მოძრაობა: • ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება • პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება • ქვეყნის მოდერნიზაცია და გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება"სტრატეგია აღმაშენებელი" - ეს არის აღმშენებლობის ახალი ეროვნული იდეა, ახალი შესაძლებლობა ყველასთვის, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ წარმატებას მივაღწევთ მაშინ, როცა იმ ეროვნულ ენერგიას, რასაც ერთმანეთთან დაპირისპირებაზე ვხარჯავთ, აღმშენებლობისკენ მივმართავთ."სტრატეგია აღმაშენებელი" არ არის უბრალოდ გულზე მჯიღის ცემა. ეს არის რეალური საქმის კეთება შენი ქვეყნისთვის."სტრატეგია აღმაშენებელი" - ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სადღეგრძელოს თქმა შენი ქვეყნისათვის.ეს არის ფიქრი და დაუღალავი შრომა შენი ქვეყნის მომავლისადმი."სტრატეგია აღმაშენებელი" - ეს არ არის ჩვენი კულტურის ჩაკეტვა, იზოლაცია, პირიქით ეს არის ჩვენი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მთელ მსოფლიოში გატანა."სტრატეგია აღმაშენებელი" ეს არის გლობალურ სამყაროში მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი საქართველო.და ბოლოს, "სტრატეგია აღმაშენებელი" არ არის ერთი წლის, თუნდაც ერთი თაობის პერსპექტივიდან დანახული საქართველო, არამედ ეს არის ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ახლებური გააზრება.მეგობრებო, დღეს სამწუხაროდ ქვეყანაში ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით უმძიმესი ვითარებაა.უკიდურესი გაჭირვება და შიმშილი, სხვა არჩევანს არ გვიტოვებს, გარდა იმისა, რომ მე, ჩემ გუნდთან ერთად, სხვა ათასობით პატრიოტ ადამიანთან ერთად ჩვენ თავზე ავიღოთ ურთულესი პასუხისმგებლობა უსამართლობასთან, სიღარიბესთან და მონოპოლიებთან ბრძოლისა.მე მჯერა, რომ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.ჩვენ გვაქვს შანსი, 31 ოქტომბრის არჩევნები ვაქციოთ საქართველოს ისტორიული შემობრუნების წერტილად.რადგან, ექვსი დღის შემდეგ თქვენი ხმა იქცევა კანონად, რომელიც არა 4 წლით, არამედ ათწლეულებით განსაზღვრავს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს.მეგობრებო, ცვლილებები მოხდება მაშინ, თუ კი ყველანი ვირწმუნებთ ამას და ვიმოქმედებთ ამ რწმენით. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება.ამისთვის კი საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი პატრიოტი, გულანთებული მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე.რადგან, ამ უსამართლობასთან შეგუება, ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა დანაშაულია.ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება მათ, ვინც 8 წლის განმავლობაში თქვენს ცხოვრებას ანგრევდა, კვლავ ჩვენს ნაცვლად გადაწყვიტოს ჩვენი მომავალი.მე მჯერა თქვენი, რომ ყველა ერთად ავირჩევთ აღმშენებლობას და უკეთეს მომავალს.მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია შევქმნათ თავისუფალი და უსაფრთხო გარემო ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის.მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია საქართველოს ეროვნული ინტერესების ღირსეული დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე.მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით მივაღწევთ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით დავამკვიდრებთ ქვეყანაში კანონის უზენაესობას, დემოკრატიის ევროპულ სტანდარტს, დეპოლიტიზებულ პოლიციას და სამართლიან სასამართლოს.მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია დავამარცხოთ სიღარიბე და უსამართლობა.ამისთვის ჩვენ ვაპირებთ, გამარჯვებისთანავე, პირველ 30 დღეში:დაუყოვნებლივ, დეკემბრის თვეში მოხდება ყველა პენსიონერისთვის უსამართლოდ მაღალი 36-40%-იანი სესხის პროცენტის ჩამოწერა.პრობლემურ სესხებზე 6 თვიანი მორატორიუმი უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევაზე.2020 წელს მისაღები 5 მილიარდიდან 500 მილიონი ლარის მობილიზაცია პრობლემური სესხების პროცენტის სუბსიდირებისთვის (ფიზიკური პირები, ვინც დაკარგეს სამახური, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი).დეკემბრის თვეში, პირველივე ინიციატივით დავიწყებთ მედიკამენტების 30%-იანი გაიაფების პროცესს.დავნრგავთ წამალზე ფასწარმოქმნის გამჭირვალე ევროპულ სტანდარტს.ავაწყობთ გამართულ ტესტირება/დიაგნოსტიკის სისტემას/ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით.გავასამმაგებთ (7000 ტესტი საშუალო მაჩვენებელი ბოლო კვირის განმავლობაში) დღიურად ჩატარებული ტესტების საშუალო მაჩვენებელს.საშუალოდ არანაკლებ 20 000 ტესტი დღეში.კიდევ ერთხელ გთხოვთ, დღეს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება არ უნდა გახდეს ჩვენი სახლში დარჩენის მიზეზი, და ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის საშუალება.სწორედ ეპიდუსაფრთხოების წესების დაცვით, უფრო მობილიზებულად და ორგანიზებულად მივიდეთ არჩევნებზე, ვუთხრათ უარი მათ, სიღარიბეს, კრიმინალს, უმუშევრობას და მხარი დავუჭიროთ აღმშენებლობას, ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის" - გიორგი ვაშაძე
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა