"სტრატეგია აღმაშენებელმა 27 საათიანი ტურნე დაიწყო" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 15:45, 25 Oct, 2020     756




„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და ბევრი რაიონი, რომლის მოსახლეობასაც მასთან შეხვედრა სურს, სწორედ ამიტომ 27 საათიან უწყვეტ ტურნეს ბათუმიდან იწყებს ვაშაძის თქმით 27 საათის მანძილზე მაქსიმალურად ბევრ ადამიანს შეხვდება და მათ საარჩევნო პროგრამას გააცნობს. პარტიის პრემიერობის კანდიდატის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი" გამარჯვების გზაზე მიდის
„არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და ძალიან ბევრ რაიონს უნდა რომ ჩავიდე, ვისაუბროთ, დავგეგმოთ, შევხდეთ მოსახლეობას და კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს მოსასწრები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ 27 საათიანი უწყვეტი ტურნე დავიწყო ამ საარჩევნო კამპანიის პროცესში. ამ 27 საათის განმავლობაში შევხდებით ძალიან ბევრ მხარდამჭერს, მოქალაქეს, ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც ჩვენთან შეხვედრა უნდა და გავესაუბრებით ჩვენს მოხალისეებს. ბევრი დასვამთ კითხვას რატომ 27 საათი და არა 24 საათი?! - იმიტომ, რომ 27 „სტრატეგია აღმაშენებლის" საარჩევნო ნომერია ანუ ყველამ უნდა შემოვხაზოთ 27 ნომერი, იმისათვის, რომ დავიწყოთ აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე. ამ 27 საათის მანძილზე შევეცდები, რომ მაქსიმალურად ბევრ რაიონში ჩავიდე, ბევრი ადამიანი ვნახო, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ავუხსნა და განვუმარტო ჩვენი პროგრამა და ვუთხრა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა აღმშენებლობის გზაზე გადის. პირველივე დღიდან, როცა ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა დავაფუძნეთ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საქმის გარშემო გაგვეერთიანებინა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, უარი გვეთქვა დაპირისპირებაზე და მაქსიმალური კონსოლიდაცია საქმეზე გაგვეკეთებინა. აი ეს არის სწორედ „სტრატეგია აღმაშენებლის" შინაარსი, გვაქვს ბევრი პროექტი და გეგმა, მაგრამ რაც მთავარია გვაქვს უშრეტი ენერგია, რომ დღე და ღამე ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ. ამ უშრეტ ენერგიას შემდეგი 27 საათის მანძილზე გაჩვენებთ, ყოველ საათში ერთხელ ფეისბუქ ლაივის საშუალებით ნახავთ რა აქტიობა გვაქვს, მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ. 27 ნომერი 27 საათის მანძილზე ტურნეს ვიწყებთ ბათუმიდან და მაქსიმალურად შევეცდებით მთელი საქართველო მოვიცვათ. „სტრატეგია აღმაშენებელი" გამარაჯვების გზაზე მიდის და მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. ბათუმიდან მივდივართ ოზურგეთში, სადაც შევხდებით ჩვენს მოხალისეებს და მოსახლეობას გავესაუბრებით. 15:00 საათზე კი ქუთაისში დიდი ღონისძიება გვექნება. დროა ვაჩვენოთ ჩვენი ენერგია თუ რა შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამ ენერგიით გვინდა, რომ საბოლოო ჯამში გავიმარჯვოთ" - გიორგი ვაშაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42