"აჭარა გახდება საქართველოს IT ტექნოლოგიური დედაქალაქი და შექმნება ბევრი მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილი," - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს გუნდის წარდგენისას რეგიონის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო რეფორმებზე ისაუბრა. ვაშაძის თქმით, აჭარაში განსაკუთრებით აქტიური ახალგაზრდული გუნდი ჩამოყალიბდა, რომელიც მზად არის ქვეყნის აღმშენებლობისთვის და მზად არის ღირსეული პასუხი გასცეს საქმის კეთებით "ფულის მკეთებელთა გუნდს". მათი მიზანია შეიქმნას ადაპტირებული გარემო ყველა ადამიანისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. პარტიის ლიდერი რეგიონში არსებულ სხვა სოციალურ პრობლემებსაც შეეხო, როგორიცაა პენსიონერებისთვის მაღალ პროცენტიანი სესხები და გაძვირებული მედიკამენტები.
„აჭარაში განსაკუთრებით აქტიური ახალგაზრდული გუნდი ჩამოყალიბდა. 30 000-ზე მეტ ადამიანს ბათუმში პირადად შევეხმიანეთ, გავესაუბრეთ და ავუხსენით, თუ რისთვის ვმუშაობთ ჩვენ. ათასოვბით ახაგაზრდას შევხდით სხვა რაიონებში, მათ შორის, ხელვაჩაურში, ქედა-შუახევში, ხულოში, ქობულეთში და ა.შ. ეს არის სწორედ, ის ახალი ენერგია, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ საქართველოს განვითარებისთვის.ჩვენი მიზანია, შევქმნათ ადაპტირებული გარემო ყველა ადამიანისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის. დღეს პირველი ჯგუფის შშმ ადამიანი თავისი პენსიიდან 36%-ს სასესხო პროცენტს "ლიბერთი ბანკში" იხდის, ჩვენ დავდეთ პირობა და აქაც ვდევბთ, რომ ყველა პენსიონერს და შშმ პირს ჩვენი გამარჯვებიდან 30 დღეში ჩამოეწერება სესხის ეს გაზრდილი პროცენტი, მინიმუმ 30%-ით გაუაფდებათ მედიკამენტები, რადგან ევროპულ ფასწარმოქმნის სტანდარტს დავნერგავთ. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ყველა მცირე და საშუალო ბიზნესს, ყველა ადამიანს ვინც სამუშაო ადგილი დაკარგა შემდგომი ექვსი თვის მანძილზე დაუსუფსიდირდება სესხის პროცენტი იმ ნასესხები 5 მლრდ-დან, რომელიც ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიყვეს. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ მყისიერად დავიწყებთ მასობრივ ტესტირებას ქვეყანაში, ლოკალიზებას მოვახდენთ კორონა ვირუსის გავრცელების, იმ ალგორითმით, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში გავუგზავნეთ ხელისუფლებას და არ გამოიყენა.გავხსნით საზღვრებს, მოვიზიდავთ ტურისტებს, ავამუშავებთ ეკონომიკას და შემოვიტანთ ინვესტიციებს ქვეყანაში. 3 ტრილიონი დოლარი დაბეჭდა აშშ-მ, ეს თანხა საინვესტიციო პოტენციალს ელოდება და სწორედ ბათუმიდან, აჭარიდან უნდა დავიწყოთ ამ ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება 12 მლრდ დოლარი, რომ 300 000 სამუშაო ადგილი შევქმნათ. მე პირობას გაძლევთ, როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თქვენი სახელით ვივლი ინვესტორებთან და ჩამოვიტან ინვესტიციებს ქვეყანაში. აჭარაში და ბათუმში ჩვენ ვაპირებთ ერთი ინდუსტრიული პარკის აშენებას, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოება განთავსდება. აჭარა უნდა გახდეს საქართველოს IT ტექნოლოგიური დედაქალაქი, ბევრი ახალგაზრდა, ბევრი ITკომპანია, ბევრი მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილი იქნება აჭარაში და რა თქმა უნდა, ვგეგმავთ იმ საოცარი პოტენციალის ათვისებას, რომელიც არის მაღალმთიან აჭარაში. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია რა სილამაზესთან გვაქვს საქმე. ჩვენი პირველი ვიზიტის დროს აჭარაში გავიარეთ და საოცარი ადგილები, კულტურა და ისტორია ვნახეთ. ვფიქრობ, რომ დადგა დრო ეს საოცრება მთელ მსოფლიოს გავაცნოთ და ამით შემოსავალი თითოეულმა ოჯახმა ნახოს, ვინც ცხოვრობს აჭარის რეგიონში. ამ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას" აქვს ერთადერთი იმედი, რომ ცოტა ადამიანი მივა არჩევნებზე. ჩვენი მთავარი ვალდებულება და მოვალეობა არის, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, იმიტომ, რომ თითოეული ხმა საქართველოს ბედს გადაწყვეტს. თითოეული მიცემული ხმა ეს არის პასუხისმგებლობა აღებული ქვეყნის მართვის პროცესში. ეს არის მომენტი, სადაც მარტივად შეგვიძლია ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე 31 ოქტომბერი ვაქციოთ შემობრუნების წერტილად და განვითარების ახალ საწყისად, სტარტად, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ქვეყანას. თავადვე ხედავთ, თუ როგორ იცვლება ყოველდღიურად ადამიანების პოზიტიური დამოკიდებულება ჩვენსკენ - 27 ნომერი - „სტრატეგია აღმაშენებელი" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






