31 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი წარსულს და მომავალს შორის, არჩევანი სიბნელესა და ნათელს შორის - ახვლედიანი
პოლიტიკა - 19:34, 24 Oct, 2020     865

ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, 31 ოქტომბერს საზოგადოებამ ზურგი უნდა აქციოს წარსულს და გააკეთოს არჩევანი თავისუფლების, მეტი ევროპისა და დასავლეთის სასარგებლოდ საქართველოში.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სწორედ კრემლის გავლენების გაღვივებაა წარსული და სწორედ ამას ცდილობს ივანიშვილი, რაც უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს.

“31 ოქტომბერს არ უნდა გავაკეთოთ უბრალოდ არჩევანი პარტიებს შორის, დღევანდელ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ვფიქრობ, რომ არჩევანი გაცილებით უფრო ღრმაა, შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანია. ეს არის ჩემთვის არჩევანი წარსულს და მომავალს შორის, არჩევანი სიბნელესა და ნათელს შორის. იმიტომ, რომ სიბნელეა, როცა შენ მოგწონს კრემლის გავლენების გაღვივება და გამტკიცება საქართველოში, როცა ამისთვის იღვწი.

ივანიშვილი სწორედ ამას აკეთებს! სინათლეა, როცა გინდა, საქართველოში შემოვიდეს მეტი ევროპა, როცა გინდა, რომ საქართველო უსიტყვოდ, უპირობოდ გახდეს ნატოს წევრი, ევროკავშირის წევრი, გქონდეს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან.

ეს ურთიერთობები, სწორედ ეს ხაზია საქართველოსთვის ერთადერთი გზა, რომ ის გახდეს ნორმალური, განვითარებული, დასავლური ტიპის ქვეყანა. ქვეყანა, სადაც თავისუფლებას ექნება მნიშვნელობა, სადაც თავისუფალი ადამიანი ღირსეულად იცხოვრებს. ჩვენ წარსულში გვაბრუნებს ივანიშვილი.

31 ოქტომბერს ამ წარსულს ზურგი უნდა ვაქციოთ და გავაკეთოთ არჩევანი თავისუფლების, ე. ი. მეტი ევროპის, მეტი დასავლეთის სასარგებლოდ საქართველოში.” – განაცხადა ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42