"ეს არის აჭარის „საქმის მკეთებელთა" გუნდი, გუნდი რომელიც მზად არის თქვენთვის 24/7 იმუშაოს - გიორგი ვაშაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს გუნდი წარადგინა"
პოლიტიკა - 18:33, 24 Oct, 2020     865

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ბათუმში პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. პარტიის პრემიერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს გუნდი წარადგინა და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემდეგ სწორედ, ისეთივე აწყობილ და სამართლიან რეგიონში იცხოვრებენ როგორი აწყობილი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სისტემაც შექმნა იუსტიციის სახლებმა. ვაშაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი" არის გუნდი, რომელიც მზად არის უმძიმეს მდგომარეობაშიც ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აიღოს. ოპოზიციონერმა ლიდერმა ღონისძიებაზე მოსულ აჭარელ მხარდამჭერებს 31 ოქტომბერს მარტივი არჩევანის გაკეთება შესთავაზა, საქმის მკეთებელთა გუნდი „სტრატეგია აღმაშენებლის" სახით ხელისუფლებაში ან ფულის მკეთებელთა გუნდი „დამსხვრეული ოცნების „ სახით. ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას დაიბრუნებს.
„ბათუმი არის ადგილი, რომელმაც ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. აქ არის იუსტიციის სახლი, რომელიც 2011 წელს დიდი მუშაობის შედეგად გავხსენით, რომელმაც მოქალაქეზე ორიენტირებული სისტემის სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა მსოფლიოში. როგორც იუსტიციის სახლია საათის მექანიზმივით აწყობილი, პირობას გაძლევთ, რომ სწორედ ასე საათის მექანიზმივით ავაწყობთ მთელს საქართველოს და ქართულ ეკონომიკას, ასე საათის მექანიზმივით მოვიზიდავთ ინვესტიციებს და შევქმნით სამუშაო ადგილებს. სწორედ, ასე ავაწყობთ სოციალურად სამართლიან ქვეყანას, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება ყურადღება სახელმწიფოსგან და ხელისუფლებისგან, აი ასეთი გუნდი გვინდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში. 31 ოქტომბრის არჩევნები ეს არის არჩევნები, სადაც წყდება არა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ოთხი წლის ბედი, არამედ შემდგომი ათეული წლების ბედი - განვითარება ან ჭაობი. მარტივი აღჩევანი - საქმის მკეთებელთა გუნდი „სტრატეგია აღმაშენებლის" სახით ხელისუფლებაში ან ფულის მკეთებელთა გუნდი „დამსხვრეული ოცნების „ სახით. და რაც უმთავრესია, საქართველო, რომელიც იბრუნებს რეგიონის ლიდერის ფუნქციას ან ქვეყანა სადაც მუდმივი გაჭირვება და შიმშილია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და მოსულ მხარდამჭერებს აჭარის საქმის მკეთებელთა გუნდი წარუდგინა, რომელიც იბრძოლებს აჭარის უმაღლეს საბჭოში „სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით.
„ესენი არიან: ბექა დიასამიძე- ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი, რომელმაც პირველივე დღიდან 2016 წელს, როცა მე დამოუკიდებლად გავაკეთე პოლიტიკაში გადადგმულ ნაბიჯზე განაცხადი პირველივე დღეს ფეისბუქის მეშვეობით შემეხმიანა და მითხრა, რომ გიორგი მინდა თქვენს გვედით დავდგე, იმიტომ რომ მჯერა იმ ახალი თაობის ენერგიის, რომელსაც თქვენ აკონსოლიდირებს თქვენს გარშემო. დიდი მადლობა ბექას , რომელიც არის ჩვენი სიის პირველი ნომერი აჭარაში და რაც ყველაზე მთავარია ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი. ბექას აქვს საჯარო მმართველობაში განათლება GIPA-ში მიღებული და არაერთი წარმატებული პროექტი რეალიზებული.
1. ბექა დიასამიძე2. ზურაბ მახარაძე3. ბადრი მუმლაძე4. რუსუდან ფუტკარაძე5. გიზო გორგილაძე6. ელზა დავითაძე7. ავთანდილ ქარცივაძე8. ასლან ქამადაძე9. დავით ბერიძე10. ჯონი საგინაძე
ეს არის აჭარის „საქმის მკეთებელთა" გუნდი, გუნდი რომელიც მზად არის თქვენთვის 24/7 იმუშაოს. „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის განსხვავება ყველა სხვა გუნდისგან არის ის, რომ ჩვენ არასდროს ვიღლებით, ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ და ვართ მზად ამ უმძიმეს ვითარებაში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა ავიღოთ და ჩვენი სამშობლო წინ წაიყვანოთ. ჩვენ დეტალურად გვაქვს გაწერილი ყველა გეგმა და სტრატეგია, რისი რეალიზებაც ქვეყანაში გვინდა, მაგრამ გულწრფელად გთხოვთ პირველ რიგში თქვენს მხარდაჭერა დიახ, თქვენი მხარდაჭერის გარეშე ჩვენ ქვეყანაში აღმშენებლობას ვერ დავიწყებთ, " - განაცხადა გიორგი ვაშაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42