რად გვინდა მთავრობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დასაქმებას, უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას - უგულავა
პოლიტიკა - 16:45, 24 Oct, 2020     799

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩააფლავა ქვეყნის უსაფრთხოებაში, ადამიანების ჯანმრთელობა მასიურად კიდია ბეწვის ხიდზე და ამას ემატება მასიური უმუშევრობა, იმედგაცრუება და უპერსპეტივობა.

უგულავამ აღნიშნა, რომ ასეთ მთავრობას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ადამიანების დასაქმებას, უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, 31 ოქტომბერს საქართველოს მთელი მოსახლეობა ეტყვის უარს.

„ჩვენ ვართ „ვარდების რევულიციის“ თაობა, რომელიც იბრძვის და რომელიც არასდროს გაჩერდება იმიტომ, რომ ბრძოლა არის ჩვენს ისტორიაში და ბრძოლა არის ჩვენი თავისუფლების საფუძველი. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, უსაფრთხოებისა და კეთილდეღობისთვის - ყველაფერი ამ ქვეყნისთვის და ყველაფერი საქართველოსთვის. დღევანდელი მთავრობა რომ უნდა წავიდეს, ამის მიზეზი არის რამდენიმე და მარტივი. რისთვის ვირჩევთ და რისთვის გვჭირდება მთავრობა ? მან უნდა უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და დასაქმება, მან ყველაფერ ამას უნდა შეუწყოს ხელი.

„ქართული ოცნების“ ივანიშვილის მთავრობამ ჩააფლავა უსაფრთხოებაში, სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქუჩები 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე სახიფათოა. სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდაცვა და ჯანმრთელობა მასიურად კიდია ბეწვის ხიდზე. ის ტრაბახი, რასაც ჩვენ ვისმენდით, აღმოჩნდა ფუჭი და დღეს ვართ ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორშიც არასდროს არ ყოფილა საქართველო და ამაშიც ჩააფლავეს, ყველაფერს ამას ემატება მასიური უმუშევრობა, მასიური იმედგაცრუება და უპერსპექტივობა.

მაშინ რად გვინდა მთავრობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დასაქმებას, უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ, ამ მთავრობას 31 ოქტომბერს ეტყვის საქართველოს მთელი მოსახლეობა უარს. ეს არის გარდაუვალი,“- განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42