სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო პარტიამ ერთად შემოსავლის სახით 23 846 652 ლარი მიიღო. აქედან 22 602 245 ლარი შემოწირულობაა,
საანგარიშო პერიოდი 1-ლი სექტემბერი - 12 ოქტომბერია.
რაც შეეხება ამ ციფრის პარტიების მიხედვით განაწილებას, პირველ ადგილზეა ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო. მმართველი პარტიის ჯამური შემოსავალია 10 355 212 ლარი, საიდანაც საბიუჯეტო შემოსავალია - 215 505 ლარი, ხოლო შემოწირულობა - 10 139 707 ლარი.
სიაში შემდეგია პარია ლელო საქართველოსთვის, რომლის ჯამური შემოსავალი 2 მლნ. 599 290 ლარია. აღნიშნული თანხა სრულად შემოწირულობაა და 5-ჯერ ნაკლებია მმართველი პარტიის ფინანსურ დახმარებაზე.
მესამე ადგილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იკავებს. პარტიის ჯამური შემოსავალია 2 432 831 ლარი. აქედან 103 687 ლარი ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაა. ხოლო - 2 295 09 ლარი შემოწირულობა.
შემდეგ მოდის გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი. ჯამური შემოსავალია 2 42 318 ლარი, საიდანაც 26 813 ლარი საბიუჯეტო დაფინანსებაა, ხოლო 2 მლნ. 15 505 ლარი შემოწირულობა.
მეხუთე პოზიციაზეა საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - ჯამური შემოსავალია 2 34 847 ათასი ლარი. აქედან 148 001 ლარი საბიუჯეტო დაფინანსებაა, 1 886 805 ლარი შემოწირულობა.
ევროპული საქართველოს ჯამური შემოსავალი, 1 773 699 ლარით, მე-6 ადგილს იკავებს. აქედან 107 387 ლარი ბიუჯეტის ფულია, ხოლოდ 1 646 295 ლარი შემოწირულობა.
საარჩვენო პარტიების შემოწირულობების სრული სია შემდეგია:

მასალის გამოყენების პირობები






