ქართული ოცნება სუს-ს და შსს-ს იყენებს არა კრიმინალთან საბრძოლველად, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ - ნადირაშვილი
პოლიტიკა - 12:50, 24 Oct, 2020     822

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იყენებს არა კრიმინალთან საბრძოლველად, არამედ თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ამრიგად მომატებული კრიმინალი გასაკვირი არ არის.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა ხელისუფლებაში და ამის შემდეგ ის ვეღარ შეძლებს ქვეყნის დაზიანებასა და ჩამოქცევას.

„ფაქტი ერთია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროც და სუს-იც, ეს არის პოლიტიკური იარაღი ქართული ოცნების ხელში, ისინი არ ასრულებენ თავის მთავარ მოვალეობას, ეს არის კრიმინალთან ბრძოლა, ისინი ჩართული არიან არჩევნებში და სუს-ით და პოლიციით თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ებრძვიან.

ამას მოყვა ინსტიტუტების ჩამოშლა, ამას მოყვა კრიმინალის აფეთქება, რაც მოხდა ზუგდიდში, ეს იყო პირდაპირ წახალისება ძარცვის, ყაჩაღობის და ახალი ტალღა, რაც ზუგდიდის მოვლენებმა გამოიწვია საერთოდაც არ არის გასაოცარი.

შესაბამისად, სულ რამდენიმე დღე დარჩა ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნის და ამის შემდეგ ის ქვეყნის დაზიანებასა და ჩამოქცევას ვეღარ შეძლებს.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42