მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა - არჩევნებამდე "ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება
პოლიტიკა - 20:25, 23 Oct, 2020     987
მამუკა ხაზარაძე ქუთაისში ღონისძიებას ონლაინ ჩაერთო და განაცხადა, რომ პარტია საქართველოს გამარჯვებისკენ ახალ სვლას "ლელოსთან" ერთად, ახალი სახეებით, ახალი იდეებით და პროგრამით იწყებს. “რამდენიმე დღეში ჩვენი თანაგუნდელებისთვის გამოვაცხადებთ ჩვენს კონკრეტულ გეგმას, გამარჯვების ფორმულას, თუ როგორ უნდა გავხდეთ მთავარი ოპოზიციური ძალა არჩევნებამდე, როგორ მოვიგოთ ეს არჩევნები და და როგორ მოვახდინოთ ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. მთავრობის ფორმირებას მოახდენს „ლელო“ და განახორციელებს „მარშალის გეგმას,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, არჩევნების გამარჯვების შემდეგ ჩვენ გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს, რაც ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ წარსულ პოლიტიკაზე, ძველ სახეებზე. "ლელოს” თავმჯდომარის თქმით, პარტია მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება და ის ქვეყნის რეკონსტრუქციას პირველივე დღიდან დაიწყებს. “ჩვენ 8 თვეში შევქმენით ყველაზე დიდი პარტია, ახალგაზრდული, პროფესიონალთა გუნდი, 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი პროგრამა, რომლის მსგავსი არ დაწერილა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პროგრამა, რომელიც 4 წელიწადში ქვეყანაში შექმნის ძლიერ საშუალო ფენას და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გაიმართება წელში. ვიწყებთ ახალ სვლას საქართველოს გამარჯვებისკენ, "ლელოსთან" ერთად, ახალი სახეებით, ახალი იდეებით და პროგრამით. ახალ ცხოვრებას ახალი საწყისით 31 ოქტომბრიდან დავიწყებთ. მინდა, ქუთაისიდან, ამ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქალაქიდან, საქართველოს შუაგულიდან მივმართო ყველას - რომ არ გაუშვათ შანსი, მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, რათა ჩვენი ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. ეს ჩვენი შანსია, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს მიზიდულობის ცენტრი კულტურული თუ ფინანსური თვალსაზრისით და იქცეს რეგიონში წამყვან ძალად. ქუთაისისთვის გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრამა ჩვენი “მარშალის გეგმის” მიხედვით. ქუთაისი გადაიქცევა ლოჯისტიკის, საჰაერო, სავაჭრო, ფინანსურ ეპიცენტრად და ამისათვის ყველაფერი გამზადებულია. ანაკლიის პროექტი იქნება ორგანულ კავშირში ქუთაისთან და ეს ორი ძარღვი იქნება ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ამამუშავებელი ძალა,”-განაცხადა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42