მთავრობა, რომელსაც ვერ მოაქვს ხალხისთვის კეთილდღეობა, ვერ იცავს მისი მოსახლეობის ჯანმრთელობას და ვერ იცავს ქვეყანაში წესრიგს, უნდა წავიდეს - ბაქრაძე
პოლიტიკა - 19:47, 23 Oct, 2020     758

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ვერ მოუტანა ხალხს კეთილდღეობა, ვერ დაიცვა ხალხის ჯანმრთელობა და ვერ მოუტანა ქვეყანას უსაფრთხოება, ამრიგად ის უნდა წავიდეს 31 ოქტომბერს.

„ყველა ენერგიულად ვხვდებით 31 ოქტომბერს, დღეს, რომელმაც უნდა განსაზღვროს გაგრძელდება საქართველოში ის უკუსვლა, უიმედობა და ჭაობი, რომელშიც შეგვიყვანა ივანიშვილის გუნდმა, თუ მივაღწევთ გარდამტეხ ცვლილებებს და წავალთ წინ.

რატომ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები. მოდით შევხედოთ რა მოგვიტანა დღევანდელმა ხელისუფლებამ. რა ევალება მთავრობას? მას ევალება მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ადამიანების დასაქმება და მათი სოციალური დაცვა. რა ხდება დღეს საქართველოში? ყოველდღე მატულობს უმუშევრობა, სიღარიბე, ფასები, გაჭირვება და პრობლემები, ანუ ამ მთავრობამ ვერ შეასრულა მისი პირველი და მთავარი ამოცანა, ხალხისთვის კეთილდღეობის მოტანა და ხალხის სოციალურად დაცვა, ამიტომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს.

მთავრობას ევალება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ყველა ვხედავთ დღეს რა სიტუაცია შეიქმნა საქართველოში, როდესაც ასე ზარ-ზეიმით დამარცხებული კორონავირუსი, როცა 6 თვე გვიმტკიცებდნენ, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მთავრობა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები ვინც ვირუსი დაამარცხა, ეხლა რას გვეუბნებიან? რომ თურმე პირველი ტალღა საერთოდ არ იყო და ეხლა არის შემოტევა. თუ ეხლა არის შემოტევა, რატომ დავანგრიეთ ეკონომიკა გაზაფხულზე, რატომ დავტოვეთ ხალხი უმუშევარი გაზაფხულზე, რატომ გავაღარიბეთ ჩვენი მოსახლეობა, რატომ შემოვიღეთ მაშინ ისეთი შეზღუდვები, რომ უკვე დღეს ვეღარ შემოგვაქვს ის, როდესაც დღეში თითქმის 2000 შემთხვევაზე ვართ ასული. ეს არის ამ მთავრობის არაკომპეტენტურობის, უუნარობის, თავის მოწონების და იმის, რომ არაფერი არ აწუხებთ ერთადერთი რამის გარდა, როგორ გამოიყენონ ყველაფერი კაბინეტეში შესასვლელად და არჩევნების მოსაგებად. ხელისუფლება ვერ ასრულებს მეორე ძირითად ამოცანასაც, მოსახლეობის სიცოცხლის დაცვას, ამიტომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს.

მთავრობას ევალება ქვეყანაში წესრიგის დაცვა, მაგრამ ყველა ვხედავთ კრიმინალს, რომელმაც წალეკა საქართველო და ესეც ვერ შეასრულა მთავრობამ.

მთავრობა, რომელსაც ვერ მოაქვს ხალხისთვის კეთილდღეობა და ნორმალური ცხოვრება, რომელიც ვერ იცავს მისი მოსახლეობის ჯანმრთელობას, რომელიც ვერ იცავს ქვეყანაში წესრიგს და უსაფრთხოებას, ეს მთავრობა უნდა წავიდეს და ეს მთავრობა მშვიდობიანად წავა 8 დღეში 31 ოქტომბერს.“ - განაცხადა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42