"ოცნების" საიდუმლო თათბირი 4 ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ და არჩევნების გაყალბების გეგმა
პოლიტიკა - 18:34, 23 Oct, 2020     5646




გასაიდუმლოებული თათბირი "ქართულ ოცნებაში" - ინფორმირებული წყარო "ნიუპოსტს" უყვება, რომ ივანიშვილი გადამწყვეტი არჩევნების წინ, მორიგი "ტრიუკისთვის" ემზადება და სხვადასხვა სცენარს ამუშავებს. როსტომ მეფის სასახლეში მორიგი ფარული აუდიენცია გუშინ გაიმართა.
ჩვენთვის ცნობილია შეხვედრის მონაწილეთა გვარებიც და გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილთან შეთანხმებით მიიღეს. შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, "ქართული ოცნების" ლიდერები კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და ანზორ ჩუბინიძე ესწრებოდნენ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ჩვენი წყაროს ცნობით, "ოცნების" ლიდერები შეთანხმდნენ როგორ გადაანაწილებენ სხვადასხვა მანიპულაციებით ამომრჩეველთა ხმებს და ვის რამდენ პროცენტს დაუწერენ 2020 წლის არჩევნებზე.
წყარო მმართველი პარტიიდან გვიყვება, რომ თავიდან, როცა "ქართული ოცნება" უფრო "ყოჩაღად'' გამოიყურებოდა, მმართველ პარტიაში ჰქონდათ გეგმა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციისთვის" მიცემული ხმები გაეყალბებინათ​, ანუ უფრო ბევრი პროცენტი დაეკლოთ, და ერთ-რთი პროდასავლური პარტიისთვის მოემატებინათ. მმართველი "პარტიის ვარაუდით, ნაცები ხმაურს ატეხდნენ, მიებმებოდა მას ბურჯანაძე - ლელო-შალვა ნათელაშვილი და ამ სამსაც ნაცებთან ერთად მირეცხავდნენ, ხალხი გაღიზიანდებოდა, ამ ოთხეულის (ნაცები, ბურჯანაძე "ლელო" შალვას ნათელაშვილის) ხმაურით და ამ ვითარებით "ოცნება" ისარგებლებდა. თუმცა სცენარი მას შემდეგ შეიცვალა, როცა მმართველ პარტიაში ნახეს, რომ მათი რეიტინგი დღითიდღე ეცემა, ამის შემდეგ საგანგებო სცენარი შეიმუშავეს.
წყარო გვიყვება,რომ გუშინ, თათბირზე, რომელსაც ლილუაშვილი, კობახიძე , კალაძე, ჩუბინიძე ესწრებოდა, გადაწყდა: ძალა დრთობაშია-ნაციონალურ მოძრაობას არც მოუმატონ და არც დააკლონ არაფერი, რომ ხმაური არ დაიწყონ. ბურჯანაძეს დაუჯდეს 2% ან 2,5% , "ლელოს" კიდე უფრო დაბალი. ეს გეგმა ნინო ბურჯანაძეზეცაა გათვლილი, პროცენტების მანიპულირების შედეგად, ბურჯანაძე წყობიდან გამოვიდეს და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვას"- აცხადებს "ნიუპოსტის" წყარო.
როგორც ჩანს ივანიშვილის ხელისუფლება მმართველობის რვა წლის თავზე იმედგაცრუებული მოსახლეობის ნდობის მოპოვებას კვლავაც ნაციონალური მოძრაობის და მასთან ერთად უკვე სრული ოპოზიციური სპექტრის დისკრედიტაციის ხარჯზე ცდილობს, მძიმე ეკონომიკური ვითარებისა და უკიდურესი სოციალური სიდუხჭირის ფონზე, არავინ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს გაბრაზებული ამომრჩეველი. ერთი რამ ფაქტია, ივანიშვილის მმართველობა დასასრულს მიუახლოვდა, ამას ცხადყოფს ყველა საერთაშორისო კვლევა და საზოგადოების განწყობა, რომელიც გარდაუვალ ცვლილებებს ითხოვს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42