კრიმინალთან ბრძოლაში ქართული ოცნების მთავრობა დამარცხდა და ზუგდიდის ინციდენტი იყო ამის სამწუხარო გამოვლინება - უგულავა
პოლიტიკა - 11:05, 23 Oct, 2020     753

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

უგულავას თქმით, მინისტრის განცხადება, რომ ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდნენ ჰუმანური მეთოდებით, არის კიდევ ერთი თვალში ნაცრის შეყრა. უგულავამ აღნიშნა, რომ ეს სპეცოპერაცია ჩაფლავდა, რადგან არც კრიმინალია დაჭერილი და არც მისი იდენტიფიცირება მომხდარა.

უგულავამ აღნიშნა, რომ ამით მწვანე შუქი აენთება მსგავს დანაშაულებრივ ქმედებებს.

„სრული უპასუხისმგებლობაა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება და მორიგი თვალში ნაცრის შეყრა, რომ სპეცოპერაციის დროს თურმე ხელმძღვანელობდნენ ჰუმანური მეთოდებით და ადამიანის ზრუნვით. უნდა ესმოდეს განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ როდესაც დამნაშავე დაჭერილი არ არის და მაღალი ალბათობით ის იდენტიფიცირებულიც კი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ამით მწვანე შუქი ენთება მსგავს ქმედებებს.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ანტიტერორისტული ბრძოლის ორგანოები და სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ როდესაც ტერორისტი მიაღწევს თავის საწადელს, ეს ნიშნავს წახალისებას და მწვანე შუქის ანთებას მსგავსი ქმედებებისათვის.

დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ფაქტს, რომ იდენტიფიცირებულიც კი არ არის დამნაშავე, იმიტომ, რომ ან ხდება დაკავება ცხელ კვალზე ან რამდენიმე დღის შემდეგ უნდა არსებობდეს ფოტო-რობოტი, უნდა იყოს იდენტიფიცირებული პირი და საზოგადოება ერთვება ასეთ ძიებაში და თუ ვინმეს ინფორმაცია აქვს, აწვდის მას სამართალდამცველებს. ფაქტია, რომ არც ერთი მომხდარა და არც მეორე.

ამიტომ, ჩვენ, სამწუხაროდ, გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის ეს არის ჩაფლავებული ოპერაცია და უნდა ავღნიშნოთ, რომ კრიმინალთან ბრძოლაში ქართული ოცნების მთავრობა დამარცხდა და ზუგდიდის ინციდენტი იყო ამის სამწუხარო გამოვლინება.“ - განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42