რუსულ იარლიყებზე გადასულხართ, თქვენ “კანალებს” მიხედეთ და ქვეყანას კანალიზაციას ნუ დაამსგავსებთ! - გრიგოლია ირაკლი კობახიძეს პასუხობს
პოლიტიკა - 23:38, 22 Oct, 2020     5199

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ირაკლი კობახიძის მხრიდან, მედიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებსა და კრიტიკას ეხმაურება.

გრიგოლიამ ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებისთვის რუსული იარლიყის მიკერების გამო გააკრიტიკა და მედიის დისკრედიტაციასში დაადანაშაულა.

“ახლა კი ამ “კანალების” მოყვარულ ბიჭს მინდა მივმართო, “პერვი კანალი” რომ გვიწოდა, ვითომ რაღაც ქვეტექსტით: ირაკლი ბატონო, ეგენი უკვე მოსმენილი გვაქვს, თქვანამდე რომ იყვნენ ხელისუფლებაში, აი იმ ადამაიანებს ჩვენი ჩვენი შეკითხვები რომ არ მოსწონდათ, მთლად რუსეთის აგენტებს გვეძახდნენ. აქამდე თქვენ მხოლოდ “ნაციონალებს” გვიწოდებდით, როცა ჩვენი დისკრედიტაციის დავალებას იღებდით ერეკლეს მოედანზე. ახლა თქვენც რუსულ იარლიყებზე გადასულხართ. რომ გითხრათ მე პირადად-მეთქი თქვენი სიტყვები, მოგატყუებთ. თქვენ ხომ თქვენთვის საყვარელ ენაზე გააკეთეთ ეს კომენტარი. იმ კაცის მშობლიურ ენაზე გააკეთეთ ეს კომენტარი “პერვი კანალი” როცა თქვით, გავრილოვი რომაა გვარად და შამპანურის ბოკალს რომ უჭახუნებდით ორიოდე დღით ადრე, ვიდრე გავრილოვის სისხლიანი ღამე დატრიალდებოდა.

თქვენ ხომ ამ ქვეყანაში გავრილოვის ჩამოყვანას და მერე პარლამენტში მისვლას თავადაც აუნთეთ მწვანე. მერე ყველაფერი ზაქარია ქუცნაშვილს რომ დააბრალეთ. “კანალები” თქვენს გარშემო მოიკითხეთ ბატონო ირაკლი და მართლა კანალიზაციად ნუ გადააქცევთ ყველაფერს, რაც გულწრფელად გირჩევთ ისევ თქვენთვის, რომ იქნებ რამე შეისმინოთ, რომ გირჩიოთ, თორემ თქვენისთანები იმდენი მინახავს პირადად მე, ვერც კი დაითვლით. თავადაც რომ არ ახსოვთ, როდესმე მართლა იყვნენ ხელისუფებაში თუ არა.

როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია და შენ “ნაც-ქოცური” ისტერიკა გაქვს ატეხილი, მძევლის პოლიტიკურ წარმომავლობას არკვევ და გავიწყდება, რომ დატყვევებული ხალხის სიცოცხლე საფრთხეშია იმ მომენტში, იმაზე მეტყველებს, რომ შენი ცხვირის გარდა იმ მომენტში ვერაფერს ხედავ და სულ არ გადაედებს მძევლების ბედი. თავისუფალი მედია რომ არ ჰაყვდეს ამ ქვეყანას, კი ვიქნებოდით მართლა კანალიზაციაში თავისი საბჭოთა კავშირით, ასე რომ მოსწონთ ძიერთა ამა ქვეყნისა. ხოდა საქმეს მიხედეთ და თქვენს “კანალებს”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42