"საჯაროდ პირობას ვდებ, არ მნახავთ 4 წელიწადში ერთხელ, თქვენთან ვიქნები მაშინ, როცა თქვენ დაგჭირდებათ" - ნანუკა ჟორჟოლიანი
პოლიტიკა - 19:59, 22 Oct, 2020     1309

არასოდეს არ ვიკითხავ ვისიანი ხარ, ვიკითხავ, რა გიჭირთ - ამ სიტყვებით მიმართა ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ამომრჩევლებს სიტყვით გამოსვლის დროს.

ჟორჟოლიანის თქმით, ის იქნება მაჟორიტარი, რომელიც მივა ხალხთან არა მხოლოდ არჩევნების წინ, 4 წელიწადში ერთხელ, არამედ მაშინ, როცა მათ დაჭირდებათ.


"მე მინდა პარლამენტში წარმოგადგენდეთ თქვენ, თითოეულ თქვენგანს. ადამიანებს, რომლებიც მოხვედით, რომლებიც ვერ მოხვედით, რომლებიც შიშობდით, რომლებიც არ შიშობდით, ყველას. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს პოლიტიკურ კუთვნილებას, მე მინდა ვიყო ყველას იმედი და მე მინდა ყველა დარწმუნებული იყოთ იმაში, როდესაც თითოეულ თქვენგანს პრობლემა ექნება, მე გავჩნდები იქ სადაც დამინახავს და დამიძახებს თითოეული თქვენგანი.

მე, ნანუკა ჟორჟოლიანი ვდებ საჯარო პირობას მთელი ქვეყნის წინაშე, რომ არ მნახავთ 4 წელიწადში ერთხელ, რომ თქვენთან ვიქნები მაშინ, როცა თქვენ დაგჭირდებათ.

მე ნანუკა ჟორჟოლიანი ვდებ საჯარო პირობას, რომ არ დავიღლები თქვენი პრობლემების მოგვარებით, რაც უფრო მეტად სასოწარკვეთილი და ცუდად იქნებით, არ დამეზარება იმდენჯერ ჩამოსვლა, რამდენჯერაც დაგჭირდებათ თქვენ: ხონელებს, ვანელებს, სამტრედიელებს და წყალტუბოელებს და ყველაფერს გავაკეთებ თქვენი შვილებისთვის და მე, ნანუკა ჟორჟოლიანი საჯარო პირობას ვდებ, რომ არასოდეს არ ვიკითხავ ვისიანი ხარ, ვიკითხავ, რა გიჭირთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აღარ გიჭირდეთ" - მიმართა ნანუკამ შეკრებილ ამომრჩეველს.


ცნობისთვის, ენმ- ძალა ერთობაშიამ დღეს ხონის- ვანის-სამტრედიისა და წყალტუბოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42