ევექსი ჰოსპიტლები ინფიცირებული პაციენტების სამართავად საწოლფონდის გაზრდას და დამატებით 200-მდე საწოლის გამოყოფას აანონსებს
საზოგადოება - 19:00, 22 Oct, 2020     1267

ევექსი ჰოსპიტლებმა Covid 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ქვეყნის მასშტაბით თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში უკვე გამოყო 634 საწოლი.

თბილისში ჰოსპიტალური ქსელის ორი მძლავრი სამედიცინო ცენტრი - ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი და ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (სულ 377 საწოლი) სრულად გადაეწყო ინფექციური პროფილის კლინიკებად, სადაც მხოლოდ კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მომსახურება ხორციელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ კლინიკებში კოვიდ-დადებითი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სრული გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიღება.

რეგიონებში კი ინფიცირებულ პაციენტებს ევექსი ჰოსპიტლების ქობულეთის, ფოთისა და ქუთაისის 3 სამედიცინო ცენტრი, ჯამში 257 საწოლი ემსახურება. ინფექციური პროფილით გადაკეთებული ჰოსპიტლები საჭირო, გამართულ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფენ, სადაც სარეზერვო გუნდებად დაკომპლექტებული სამედიცინო პერსონალი მკურნალობის პროცესში მონაცვლეობით ერთვება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა მკვეთრი მატების მიუხედავად, ჰოსპიტალური ქსელის მიერ დღემდე გამოყოფილი საწოლფონდის სრული დატვირთვა არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, კომპანია განაგრძობს მოსახლეობის მხარდაჭერას და სამომავლოდ დამატებითი საწოლების გამოყოფას აანონსებს.

ამ ეტაპზე, კომპანია ინფიცირებული პატარა პაციენტების სამართავად თბილისში, ი.ციციშვილის სახელობის კლინიკის და ბათუმში, იაშვილის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს შესაფერისი მიმართულებით გადაწყობაზე და მედპერსონალის გადამზადებაზე მუშაობს. უმოკლეს დროში ორივე კლინიკა შეძლებს ინფიცირებული პაციენტების მიღებას.

დღეის მონაცემებით, ევექსი ჰოსპიტლების მიერ ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილ სამედიცინო ცენტრებში წარმატებით იმართა და ბინაზე გაეწერა 700 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ევექსი ჰოსპიტლები კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ქსელში დასაქმებულ მედპერსონალს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის.

შეგახსენებთ, რომ ევექსი ჰოსპიტლები იყო ერთ-ერთი პირველი სამედიცინო ქსელი ქვეყანაში, რომელმაც კოვიდ 19-ის პანდემიის პირველივე დღეებიდან დაინფიცირებული პაციენტების სამართავად 700 საწოლის გამოყოფაზე მზაობა გამოთქვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42