ვოლსკი უდავოდ არის პოლიტიკური ლეში, რომელსაც არცერთი სვავი არ მიეკარება - უგულავა
პოლიტიკა - 18:41, 22 Oct, 2020     1043

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და ეს როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნების სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად.

უგულავას თქმით, როგორც ვოლსკი, ისე მთლიანი ხელისუფლება და მათი პროპაგანდისტული მედია საშუალებები ცდილობენ, რომ ადამიანური უბედურებაც კი გამოიყენონ იმისთვის, რომ ოპონენტებს მიაყენონ ჩრდილი.

“ვის გულისხმობს სვავში, შეგიძლიათ გია ვოლსკის ჰკითხოთ, მაგრამ ის უდავოდ არის პოლიტიკური ლეში, თუმცა ისეთი ლეში, რომელსაც არც ერთი სვავი არ მიეკარება.

ვოლსკის კომენტარი სრულიად ამოვარდნილია და ისევ იმავე ხაზს აგრძელებს, რომ ხელისუფლება ნებისმიერ ტრაგედიას, ნებისმიერ ადამიანურ უბედურებას გამოიყენებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ოპონენტებს მიაყენოს ჩრდილი. უბრალოდ, ვერ ხვდება, რომ არსებობს სახელმწიფოს წითელი ხაზები, როცა გადასცდება პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას. სახელმწიფოს წითელ ხაზებს არ უნდა გადასცდეს და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არ უნდა გადადგა ნაბიჯი. სწორედ „კარტოგრაფების საქმე“ და არა „გარეჯის საქმე“ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული წითელ ხაზს მიღმა ნაბიჯი.

ნუ აჰყვებით მათ პროპაგანდას, იმიტომ რომ გარეჯს საერთოდ არ ეხება ის თემა, მხოლოდ ღარიბაშვილის ავადმყოფურ თავში იხარშეხება და ტერმინებით გვახვევენ თავს. ამასთანავე, როდესაც მძევალია აყვანილი, რომელმაც შეიძლება ხვალ დღის შუქი ვეღარ ნახოს, არ შეიძლება ასეთი რაღაცების კეთება და ამას რომ იკადრებ, ადამიანობის წითელ ხაზს გადადიხარ და ეს ხელისუფლება გადადის ადამიანობის წითელ ხაზს.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42