"ლელოს ინიციატივა - 100 დღე" - პარტიამ პრეზენტაცია გამართა და ის პროექტები წარადგინა, რომელსაც არჩევნების შემდეგ განახორციელებს
პოლიტიკა - 18:29, 22 Oct, 2020     901

"თბილისი მარიოტში" "ლელომ" პრეზენტაცია გამართა, რომელიც მოიცავდა ყველა იმ ინიციატივას, რასაც პარტია განახორციელებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.


პრეზენტაციას "ლელოს" ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებმაც საზოგადოებას "ახალი მარშალის გეგმის" მიხედვით პირველი 100 დღის ანონსი გააცნეს.

ლელო „მარშალის გეგმის" განხორციელებას დაიწყებს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისთანავე.

პარტია პირველი 100 დღის განმავლობაში მიიღებს 60-მდე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საკანონმდებლო გადაწყვეტილებას, რამაც სათავე უნდა დაუდოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას და უსწრაფეს მოდერნიზაციას. მათ შორის „ლელო" ყველაზე უფრო გადაუდებელად თვლის შემდეგი სამი პრობლემის მოგვარებას:

1. მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქება. რაც მოიაზრებს პარლამენტის, მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით მექანიზმის შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მცირე და საშუალო ზომის კომპანიას და მცირე მეწარმეს, რომელთაც პანდემიის და არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო შეექმნათ საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინონ თავიანთი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 ან 12 თვიანი საშეღავათო პერიოდით.

2. კოვიდის სწორი მართვა - კოვიდის პირობებში ქვეყნის სწორად სამართავად „ლელო" დაეყრდნობა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომლებსაც „ოცნების" მთავრობა ვერ ასრულებს უუნარობის გამო და ამახინჯებს პარტიულ-საარჩევნო მიზნების გამო. კოვიდთან გასამკლავებლად გადამწყვეტი იქნება სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში და განხორციელებაში სპეციალისტების, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების რაც შეიძლება ფართო ჩართულობა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.

3. სასამართლოსადმი ნდობის გაზრდა ლონდონის არბიტრაჟის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან ერთად და ინსტიტუციურ ბაზაზე დაყრდნობით, შეიქმნება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც დაკომპლექტდება უცხოელი და უმეტესად ქართველი მოსამართლეებით, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ბიზნეს ადვოკატების წრიდან. ახალი სასამართლო ინსტიტუტის შექმნით გაიზრდება უცხოელი ინვესტორების ნდობა საქართველოსადმი; ქართულ კომპანიებს მიეცემათ დავების გადაწყვეტის ალტერნატიული, ხელმისაწვდომი და სანდო საშუალება; საქართველოს სასამართლო სისტემა აღმოჩნდება კონკურენტულ გარემოში; საქართველოს ტერიტორიაზე დამკვიდრდება სასამართლოსა და მოსამართლის თანამედროვე სტანდარტი, როგორც ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის მიღწევადი ორიენტირი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42