ზღვა ჰქონდეს ადამიანს და იყოს ასეთი ღარიბი, ასეთი მიწის პატრონი და ასე სამათხოვროდ გაიხადოს საქმე?! კითხვა არ გვებადება, რატომ? - ახვლედიანი
პოლიტიკა - 18:15, 22 Oct, 2020     1166

ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, დღემდე ქვეყნის კეთილდღეობისთვის არავის არ მოუცლია და ყველა საკუთარი თავისა და ბიზნესის გამდიდრებისათვის ზრუნდავდა.

ახვლედიანი აღნიშნავს, რომ სწორედ 31 ოქტომბრის გარდამტეხ, შეუქცევად ცვლილებებს შეუძლია გაარღვიოს ეს ჩაკეტილი წრე და მოუტანოს ქვეყანას კეთილდღეობა.

„ზღვა ჰქონდეს ადამიანს და იყოს ასეთი ღარიბი, ასეთი მიწის პატრონი და ასე სამათხოვროდ გაიხადოს საქმე?! კითხვა არ გვებადება, რატომ? რა გვჭირს? ამდენი რესურსი აქვს ზღვას – თევზით დაწყებული, ვაჭრობით, ინფრასტრუქტურის განვითარებით ყველაფერი მასთანაა მიბმული. ჩვენ კი მივჩანჩალებთ. რატომ? იმიტომ, რომ ზღვისთვის ვის სცალია, ჩვენი კეთილდღეობისთვის ვინ მოიცალა?!

31 ოქტომბერს შეუქცევადი ცვლილებები მხოლოდ იმიტომ უნდა დაიწყოს, რომ საქართველომ შეძლოს თავისი დიდი რესურსების გონივრულად გამოყენება. ამისთვის გვჭირდება ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ მართონ ეკონომიკა სწორად, გონივრულად, ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ათობით, ასობით ქართველია დღეს საუკეთესო სამსახურებში უცხოეთში დასაქმებული, საუკეთესო სასწავლებლები რომ დაუმთავრებიათ, თქვენც იცნობთ, მეც ვიცნობ ასეთებს. ისინი უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, უნდა დავაყენებინოთ ჩვენი დაქცეული ეკონომიკა ფეხზე, გამოვტაცოთ ის იმათ, ვის მარწუხებშიცაა ათწლეულების განმავლობაში! დავუბრუნოთ საქართველოს ზღვა და ზღვით მოტანილი სიმდიდრეები!“ - განაცხადა ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42