სააკაშვილის თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას:
„რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ? ასეთი რამ არა მხოლოდ საქართველოში არ იყო არასოდეს წარმოსადგენი შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენ დროს აღარ ვლაპარაკობ, ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერი სხვა ქვეყანაში. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფო მათ პრაქტიკულად გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველო არ არის სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის, ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი. და რითი არიან დაკავებული პოლიციის თანამშრომლები და სუსი? იმის მაგივრად, დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება, ისინი სხედან შტაბებში ივანიშვილის დავალებით, წინ უდევთ სიები მოქალაქეების, ბიზნესმენების, დაკავებულნი არიან შანტაჟით, დაშინებით, მოსყიდვით.
გუშინ შეიარაღებული თავდამსხმელი მივიდა თავდასხმის ადგილზე სრული ჩაცმულობით, იარაღით, როგროც ამბობენ, გატაცებული მანქანით, ქალაქის ცენტრში ისროლა, არავინ გააჩერა - რატომ? იმიტომ რომ იქ იყო დაგეგმილი ნაციონალური მოძრაობის მრავალათასიანი აქცია და მთელი სუსი და პოლიცია გადართული იყო იმ აქციის კონტროლზე - მიკროავტობუსი არავის წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, ფოტოებს უღებდნენ ხალხს. მათ აღარ ეცალათ მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის და კრიმინალებისთვის - შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ეს არის წარმოუდგენელი რამ, ეს არის ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ყველგან აქვთ დიდი დაუცველობის განცდა, ეს არის არა მხოლოდ სრული დაუცველობა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ფინანსური კუთხით, არამედ ფიზიკური დაუცველობის სრული განცდა და ეს ყველაფერი გააკეთა პირადად ივანიშვილმა, რომელიც მთელი პერიოდი მოგვიწოდებდა, გაგებით მოვკიდებოდით კრიმინალს. ეს გააკეთა იმან, ვინც ხელოსიფლებაში პატარა ბავშვის მკვლელობით მოვიდა და ეს ყველაფერი ლოგიკურად უნდა დასრულდეს რამდენიმე დღეში, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის რაც მოხდა გუშინ, ეს მიიღებს ბევრად უფრო მასშტაბურ და ბევრად უფრო გავრცელებულ ხასიათს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ქართველი ხალხი იმსახურებს უსაფრთხო და ნორმალურ პირობებსი ცხოვრებას“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






