"ოცნების" აქტივისტის მიერ დაჭრილი 3 პირი- კახა ოქრიაშვილის საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 12:19, 22 Oct, 2020     1306

„ქართული ოცნების“ მაჟრიტარი დეპუტატი და აფთიაქების ქსელ „პსპ“-ს მფლობელი კახაბერ ოქრიაშვილი ეხმაურება დმანისში განვითარებულ მოვლენებს და ავრცელებს საგანგებო განცხადებას, რომელსაც უცლელად გთავაზობთ.

„მსურს, გამოვეხმაურო 21 ოქტომბერს დმანისში, „ქართული ოცნების“ შტაბში და მის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს. გუშინ, საღამოს საათებში „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა სამი პირი. ამავდროულად, ოკმელაშვილი სწორედ ის პერსონაა, რომელმაც თანმხლებ პირებთან ერთად, ჩვენს აქტივისტს პოლიტიკური მოტივით, ფიზიკურად გაუსწორდა მას, ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ავტომობილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეო-მტკიცებულება არსებობს და გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისათვის.

შევახსენებ საზოგადოებასა და ჩემს ოპონენტს „ქართული ოცნებიდან“ გოგი მეშველიანს - ჩვენ ამ პიროვნების, ოკმელაშვილის პასუხისგებაში მიცემას უკვე თვეზე მეტია ვითხოვთ და სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩართულობა და რეაგირება რომ ყოფილიყო, 21 ოქტომბრის ინციდენტი არ მოხდებოდა!

და ბოლოს, გოგი მეშველიანის განცხადებით, ის თითქოს საერთოდ არ იცნობს ოკმელაშვილს და ეს თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად ჩემი ხელწერაა. ამ ცრუ-ბრალდებას მხოლოდ მოკლედ შევეხები - ოკმელაშვილი აქტიურად არის ჩართული მეშველიანის წინასაარჩევნო კამპანიაში, რასაც ორი კვირის წინ მათი ერთობლივად გადაღებული და სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოსურათებიც ადასტურებს. და მეორე - 2012 წლამდე თავად ბატონი მეშველიანი როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კადრი და გულშემატკივარი, ჯერ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მუშაობდა, ხოლო უშუალოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კობა ნაყოფიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა“.- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42