ამ ქვეყანაში იმდენად მოახდინა ხელისუფლებამ დაყოფა თავისიანებად და სხვისიანებად, რომ მძევალიც კი მიაჩნია რომელიღაცა ბანაკის ნაწილად - კაპანაძე
პოლიტიკა - 11:41, 22 Oct, 2020     759
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე ქართული ოცნების წარმომადგებლების პოზიციას აფასებს.

კაპანაძის თქმით, ის, რომ ხელისუფლებას ადამიანები დაყოფილი ჰყავს თავისიანებად და სხვისიანებად და მაშინაც კი, როდესაც ეს ადამიანი მძევალია, ცდილობს მის დისკრედიტაციას, ეს არის ძალიან სახიფათო და დიდი პრობლემა ქვეყნისთვის.

კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციურად განწყობილ მედიაზე აგრესია არის მეორე კატარსტროფა და ის არაჯანსაღი გარემო, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ.

ძალიან ცუდი რამ მოხდა გუშინ, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა თავისი პროპაგანდისტული მედია საშუალებების გამოყენებით მოეხდინა ერთ-ერთი მძევლის დისკრედიტაცია და დემონიზება. ხელისუფლებამ პოლიტიკური აფილაციები შემოიტანა ისეთ თემაში, სადაც პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში იმდენად მოახდინა ხელისუფლებამ დაყოფა თავისიანებად და სხვისიანებად, რომ მძევალიც კი მიაჩნია რომელიღაცა ბანაკის ნაწილად და ეს არის ძალიან სახიფათო, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა მომავალში ზოგაგად, ეს არის ის პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას, რადგან ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასე დაყოფილები ვიყოთ და 31 ოქტომბერს ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება მედიასთან დამოკიდებულებას, ეს იყო მეორე კატასტროფა რაც გუშინ გამოჩნდა, როდესაც ხელისუფლება ვერ მალავს აგრესიას ოპოზიცურად განწყობილი მედიის მიმართ მაშინაც კი, როდესაც ეს მედია აკეთებს თავის საქმეს და მისი საქმე არის მაქსიმალურად გაშუქება ყველა მოვლენის. პასუხისმგებლობა არის თვითონ ხელისუფლებაზე, რომელსაც თუ მიაჩნია, რომ ოპერატიული მოზნებიდან გამომდინარე რაიმე შეზღუდვები უნდა იყოს დაწესებული, რომ პასუხისმგებლობა მასზეა, რომ შეზღუდვები დააწესოს და არა მედიაზე და ეს ზოგადად არის არაჯანსაღი გარემო და ის, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბრის შემდეგ, რომ ესეთი არაჯანსაღი პოლარიზება, როდესაც სხვისიანები და ჩემიანები, აი ეს ორი ბანაკი არსებობს და მეორე ბანაკში მყოფების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის მეორეხარისხოვანი, ეს არის აუცილებლად შესაცვლელი 31 ოქტომბერს.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42