ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტვ იმედის ეთერში ზუგდიდის ბანკში თავდამსხმელი მიერ დატყვევებულ ირაკლი კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"შიგნით აღმოჩნდა ადამიანი, როგორც ფეისბუქპოსტიდან გავიგე, ამაზე პასუხს ვერ ვაგებ, ყოველ შემთხვევაში, იწერება ასე, გვარამიას ბავშვობის მეგობარი, რომელიც ნიკა გვარამიას კარგად იცნობს და რომელზეც გვარამია ამბობს, რომ არ ვიცნობო და არ ვიცი ეს ასეა, თუ არა. აღმოჩნდა, რომ ის ადამიანი ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია და ნუ, დავარქვათ ამას დამთხვევა. ეს დამთხვევა არსებობს.
ახლა, ეს დამთხვევაა თუ არა ვარკვიოთ მომდევნო დღეების განმავლობაში. ახლა ეს ასე აღმოჩნდა, ზუგდიდში აქტიური მხარდამჭერი, აქტიური, თავისი არსით, მოქმედებებით, კონკრეტული პოსტებით, გვარამიას ოჯახთან აღმოჩნდა, თურმე ახლობლური კავშირით, მერიაში მუშაობით, როდესაც უგულავა იყო მისი უფროსი და ასე შემდეგ, აღმოჩნდა იქ", - თქვა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






