როცა ადამიანები მძევლად არიან აყვანილები, ასეთ დროს პრემიერი იცლის და ისევ წარსულთან დატოლებას გვთავაზობს - უგულავა
პოლიტიკა - 00:33, 22 Oct, 2020     971

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, მძიმე სოციალური ფონის შედეგად ასეთი დანაშაულებები მატულობს.

უგულავამ აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანები მძევლად არიან აყვანილები, ამ დროს პრემიერი იცლის და ისევ წარსულთან დატოლებას სთავაზობს საზოგადოებას.

„ფაქტი სახეზეა, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოიშალა და უმუშევრობა გაიზარდა, კოვიდთან ბრძოლა ჩაფლავდა. ამავე დროს, გამწვავდა კრიმინოგენული ვითარება და ეს ყოველთვის ბუნებრივი თანხვედრი მოვლენებია. ამიტომ, ზოგადად, ფონი მძიმეა. ასეთ დროს, სამწუხაროდ, მატულობს ასეთი ტიპის დანაშაულები.

ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს სისხლისღვრის გარეშე, მაგრამ უკვე ჩანს რა მარაზმთან გვაქვს საქმე. როდესაც გამოდის პრემიერ-მინისტრი და 15 წლის წინანდელ სტატისტიკას ადარებს ამ ყველაფერს, ეს მარაზმია, იმიტომ, რომ როცა ადამიანები მძევლად არიან აყვანილები, ასეთ დროს პრემიერი იცლის და ისევ წარსულთან დატოლებას გვთავაზობს. ეს ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტის სრულ დისფუნქციურობას, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები მთლიანად პროპაგანდაზე არიან გადასულები.

ამას დაემატა მეორე მარაზმი, როდესაც სახელისუფლებო მედიამ დაიწყო გავრცელება ამბავზე, რომ იქ(ბანკში) აღმოჩნდა ირაკლი კვარაცხელია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია. ამავე დროს, 10 წლის წინ ჩემთან მერიაში მუშაობდა, ჩვეულებრივი თანამშრომელი იყო. მეც ახლა ამოვიცანი. ხელისფლების მედია სააგენტოებმა ლაპარაკი დაიწყეს უკვე, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია, კონსპირაციაა აგებული და რომ ყველაფერში ოპოზიციაა დამნაშავე.“ - განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42