მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დემონიზების კამპანია, ეს მარტო ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა დაქირავებულმა პროპუტინურმა ჯგუფებმა შეძლება იკადრონ - ბოკერია
პოლიტიკა - 00:28, 22 Oct, 2020     900

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის ფოთის,ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიას თქმით, ძალიან სამარცხვინოა ივანიშვილის გუნდისა და მისი მედია საშუალებების პროპაგანდა მძევლების პოლიტიკური დემონიზებისათვის.

„პირველ რიგში, ამ კრიზისის ყველა მძევალს, მათ ოჯახებს, მთელ საზოგადოებას, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებს, ვინც ამ ოპერაციითაა დაკავებული, მინდა სწრაფი გათავისუფლება და მშვიდობიანი დასრულება ვუსურვო. ამავე დროს, მინდა ვთქვა, ძალიან სამარცხვინოა, ის რაც ივანიშვილის პროპაგანდის ორგანოებში ვიხილეთ, ანუ ის სიგნალი, რაც ივანიშვილის პროპაგანდამ დაიწყო მისივე დავალებით, სხვა დასკვნის საფუძველი მე არ მაქვს - მძევლების დემონიზება, ეს გაუგონარი ამბავია.

ახლა ზუგდიდში მოხდა ინციდენტი, ამ ხელისუფლების მიერ დაქირავებული პროპუტინური მოძალადე ჯგუფები რომ არიან, გაბედავა თუ ვიღაც, მივარდა იქ, ამ გზავნილით, რომ თურმე, მძევლის მიერ არის პროვოცირებული ეს ყველაფერი, წინა ხელისუფლებაზე საუბრობს, ამ მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე, ეს გაუგონარი ამბავია მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დემონიზების კამპანია, ეს მარტო ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა სამარცხვინო, ამ დაქირავებულმა, პროპუტინურმა ჯგუფებმა, გაბედავასნაირმა ჯგუფებმა შეძლება იკადრონ...

ასეთი კრიზისის დროს, ბუნებრივია, დისკუსია გაჩნდება იმაზე, რა მდგომარეობა გვაქვს ზოგადად კრიმინალთან მიმართებაში ქვეყანაში და ჩვენ ვიცით, რომ დღითიდღე ივანიშვილის მმართველობის დროს მძიმდებოდა და ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში გველოდება კატასტროფა. ამ ტიპის კრიზისები დალაგებულ ქვეყანაშიც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბუნებრივია, ასეთ დროს, დისკუსია იმართება იმაზე, როგორია ზოგადად ვითარება ქვეყანაში და ქვეყანაში ვითარებას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება. ასეთ დროს, როცა პროპაგანდას იწყებ იმისთვის, რომ გადაფარო პრობლემა მძევლის წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ იმსახურებს პოლიტიკურ განაჩენს ამ რეჟიმისას და ივანიშვილისას, ესენი უნდა წავიდნენ, ხელისუფლებას მოცილდნენ და ჩვენ უნდა წავიდეთ წინ.

მძევლების აყვანა, წინასაარჩევნო ამბავს ემთხვევა-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი, არანაირი მონაცემი არ გვაქვს, რომ პოლიტიკური მოთხოვნები აქვს ვინმეს მიმართ, ეს არის დამნაშავე, ვინც ეს ჩაიდინა, საზარელი დანაშაულია ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ამ ფორმით. რა თქმა უნდა, დღესაც, გუშინაც და სანამ ეს ხელისუფლებაა, უნდა ვისაუბროთ კი არა, უნდა დავასრულოთ ეს პროცესი ვარდნის, უნდა მოვახდინოთ გარდამტეხი ცვლილებ.“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42