ვითარება ზუგდიდში - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას მიმართავს და ამბობს, რომ პარტიებმა "დამატებითი დაძაბულობა" ხელოვნურად არ უნდა შექმნან, ხოლო მედიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნა უნდა გაითავლისწინოს.
"მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას.
ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები", - წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






