სპეცოპერაცია ზუგდიდში - სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ირაკლი კვარაცხელია, მძევალი, რომელიც ზუგდიდში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მედიებთან საკონტაქტოდ გამოიყენა, ყველაზე დაუცველი და მოწყვლადია, ამიტომ, მისი დისკრეტიტაციის მიზნით წამოწყებული კამპანია და პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება სახიფათოა.
"მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი "ინტერესი" აქვს. შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა". - აღნიშნავს ნინო ლომჯარია.
მასალის გამოყენების პირობები






