დაპირისპირება ზუგდიდში - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ტერორისტის მიერ აყვანილ
მძევალთა შორის მყოფ კვარაცხელიას ხელისუფლება და მისი ზონდერები "ნაციონალური მოძრაობის" წევრობას, შემდეგ კი გიგი უგულავას მხარდამჭერობას აბრალებდნენ.
"კვარაცხელია მძევალია, ჯერ გამოაცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრად, მერე უგულავასთან მუშაობდაო და ახლა მოვიდა გაბედავა და დაიწყო, თქვენი ზონდერიაო. გაბედავა ნოლია, შნირია, არაფერი არ არის, პრობლემა არის ხელისუფლებაში - კვარაცხელია, საცოდავი ადამიანი, შეიძლება ხვალინდელი დღე არ გაუთენდეს და ეს ნაგვები პირდაპირ უკვე ადებენ ხელს, რომ პროვოკატორია. ესეთი ცვედანი და უუნარო ხელისუფლება, რომ არის, გაეთრევით ყველა აქედან და ყველა პოლიციელს ვეუბნები, ვინც თავისი საქმით არ არის დაკავებული, მოგეკითხებათ სათითაოდ. არცერთი ხელისუფლება ამ ქვეყანაში არ ყოფილოა "ვეჩნი" და მუდმივი და მოგეკუთხებათ კანონის აბუჩად აგდება, რასაც ახლა კაეთებთ" - ამბობს გიგი გულავა.
მასალის გამოყენების პირობები






