ტესტირების საკითხში ისევ პრობლემებია - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 18:12, 21 Oct, 2020     759

ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მთავრობის მიერ იმ პორტალის გაჩერებას ეხმაურება, სადაც კერძო ლაბორატორიები ყოველდღიურ მონაცემებს ტვირთავდნენ ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ.

ჭიაბერაშილის თქმით, ამ პორტალის გაჩერება აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს დაუმალოს ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა საზოგადოებას და მოახდინოს ამ მაჩვენებლებით მანიპულირება. ჭიაბერაშილი ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა ქვეყანაში არ არის საკმარისი რაოდენობის PCR ტესტი, რაზეც მეტყველებს ხელისუფლების ის გადაწყვეტილება, რომ ტესტირება მხოლოდ დილის საათებში ჩატარდება.

ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გასცენ პასუხები ამ კითხვებს.

„იმ ქაოსს, რაც დღეს კოვიდ ეპიდემიის მართვაშია შექმნილი, ქართული ოცნების ჩაფლავებულმა მთავრობამ კიდევ ერთი დაამატა.

დღეს გააჩერეს პორტალი, როგოც ამბობენ ტექნიკური მიზეზებით, სადაც PCR ტესტების ჩამტარებელი კერძო ლაბორატორიები ყოველდღიურ მონაცემებს ტვირთავდნენ ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ.

ასეთ უმწვავეს პერიოდში ამ პორტალის გაჩერება, სრულიად გაურკვეველი მოსაზრებებით, არის დაუშვებელი და კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი რამაც შეიძლება გაზარდოს მღელვარების ხარისხი ჩვენს საზოგადოებაში.

გაურკვეველია რითია ეს გამოწვეული და სწორედ ასეთი ქაოტური და გაუთვლელი მდგომარეობა იწვევს ბევრ კითხვას და აჩენს უამრავ ჭორს საზოგადოებაში. რითი შეიძლება იყოს ეს გამოწვეული? საზოგადოებას უჩნდება კითხვა, ხომ არ ემსახურება ამ პორტალის გაჩერება, სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, PCR ტესტების ჩამტარებელი კერძო ლაბორატორიების ყოველდღიური მონაცემები იტვირთებოდა, ხომ არ ემსახურება ეს, რომ ინფიცირებულების რაოდენობა დაუმალოს საზოგადოებას და მოხდეს ამ მაჩვენებლებით მანიპულირება.

ეს არის კითხვა, რომელსაც დაუყონებლივ უნდა გასცეს პასუხი ჯანდაცვის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ. მთავრობამ, რომელმაც ჩააფლავა მთლიანად ქვეყნის მდგომარეობა, ეკონომიკის მართვა და ეხლა უკვე ვხედვათ, რომ ეპიდსიტუაცია გაექცა ხელიდან.

არსებობს ასევე მეორე დამატებითი ფაქტორი. შესაძლოა ქვეყანაში არ არის საკმარისი რაოდენობით PCR ტესტი, ეს არის მეორე, რაზეც ასევე საუბრობენ სამედიცინო სექტორში და აქაც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს უკვე გამოაცხადა მთავრობამ, რომ მხოლოდ დილის საათებში ჩატარდება PCR ტესტები და მეტი არა. კორონა დილის საათებში ვრცელდება მარტო და დღის მეორე ნახევარში არა? სრულიად გაუგონარი გადაწყვეტილებებია, სრულიად აუხსნელი ნაბიჯებია მთავრობის მხრიდან, რომელიც არაფერს არ ემსახურება, თუ არა ქაოსის კიდევ უფრო გაღრმავებას, საიდანაც გამოსვლა ასეთი მარტივი არ იქნება და ეს ისევ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მათ სიცოცხლეზე, მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გადაივლის. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა გააკეთოს მთავრობამ ამაზე განმარტება.“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42