ნინო ბურჯანაძე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს - შეჩერდეს საბანკო პროცენტები, გაუქმდეს ჯარიმები და გადავადდეს კრედიტები
პოლიტიკა - 13:56, 21 Oct, 2020     999

“პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდება, ჩემი აზრით, ეს არის დიდი ტყუილი, მაგრამ თუ ეს ასეა, მითუმეტეს, შეასრულონ ჩვენი ინიციატივა და გაითვალისწინონ. მეორე, რაც პრემიერმა თქვა, ეს იყოს ის, რომ პირად კონტროლზე აიყვანს პირდაპირ ინვესტიციებს. არ ვიცი, რამდენად ხვდება პრემიერი, რომ ამის თქმა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სისტემა არ მუშაობს. პრემიერ-მინისტრის საქმე არსად არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის პირდაპირი ინვესტიციების პირად კონტროლზე აყვანა”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის ახალი ინიციატივაა, რომ სასწრაფოდ გაუქმდეს საბანკო ჯარიმები, შეჩერდეს პროცენტები და გადავდდეს სესხები.

„მოვამზადეთ პეტიცია, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას იმ მოთხოვნით, რომ მთავრობამ არსებული პანდემიოური ვითარება ფორსმაჟორად გამოაცხადოს და გაათავისუფლოს მოსახლეობა მძიმე საფინანსო და საბანკო ვალდებუილებებისაგან. - ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალიდან ყველა მეტროსადგურთან პარტიის წარმომადგენლები დადგებიან და თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა შეუერთდეს აღნიშნულ მოთხოვნას და ამ პეტიციას ხელი მოაწეროს.

“კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა. “ეროვნულმა ბანკმა” განაცხადა, რომ მომხმარებლებს კრედიტებს აღარ გადაუვადებს, ეს იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს მოსახლეობა იმყოფება უკიდურეს მდგომარეობაში, რომელსაც დაემატა კორონავირუსისგან და უუნარო მთავრობისაგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი. ივანიშვილი და მისი მთავრობა ბოროტად სარგებლობენ იმით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, არ ფლობს იურიდიულ დეტალებს და უბრალოდ ბევრ მათგანს არ ახსოვს, რომ ყველა ხელშეკრულებაში წერია ფორსმაჟორული სიტუაცია, რა დროსაც თუ მთავრობა არ თაღლითობს, ბანკები ვალდებულნი არიან როგორც მინიმუმ გადაუვადონ კრედიტები მოსახლეობას, ჩამოაჭრან პროცენტებიც და ჯარიმებიც.

ეს თაღლითობაა, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვით გადაავადა სესხები და არ ითვალისწინებს, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. დიახ ეს არის ფორსმაჟორი, რასაც მალავს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსახლეობას დავუდგეთ მხარში”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42