დღეს ჩვენ ივანიშვილს ვემშვიდობებით, კიდევ ერთხელ ვეუბნებით, რომ მისი ჩაფლავებული მთავრობა და მმართველობა უნდა დასრულდეს - აბესაძე
პოლიტიკა - 12:50, 21 Oct, 2020     589
დღეს, 21 ოქტომბერს, "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში ავტომობილებით აქცია - "დაუპიპინე ბიძინას" იმართება.

ავტომობილების აქცია დაიწყო უკვე საქართველოს დიდ ქალაქებში.ავტომობილები თბილისისკენ მოემართებიან და სიგნალებით ანიშნებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი დრო ამოიწურა.

ევროპული საქართველოს წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, ამ ფორმით, შემდეგ დღეებში სხვადასხვა აქციით, ევროპული საქართველო აგრძნობინებს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა მათი მმართველობით.

შემაჯამებელი აქცია თბილისში, 20:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრათან გაიმართება.

„ჩვენ სამწუხაროდ კარგად ვხედავთ და საზოგადოება ნათლად უყურებს, თუ როგორ ჩაფლავდა გახარიას და ივანიშვილის მთავრობა პანდემიასთან ბრძოლაში, ვხედავთ როგორ მძიმდება სიტუაცია, მაგრამ არ გვინდა, რომ ივანიშვილmა ჩათვალოს, რომ საზოგადოების გულიწყრომა არ არსებობს, რომ ეს პრობლემები დაიფარა და საზოგადოება კმაყოფილია მისი მთავრობის მმართველობით.

ამიტომ, დღეს ამ ფორმით, შემდეგ დღეებში დისტანციის და უსაფრთხოების დაცვით, მათ შორის აქციების ჩატარებით, ჩვენ ივანიშვილს არჩევნების დღემდე ვაგრძნობინებთ საზოგადოების რეალურ განწყობას.

ეს არის ის ბრაზი, რომელიც არსებობს ივანიშვილის მიმართ საზოგადოებაში და მეორეა, რომ 31 ოქტომბერს საზოგადოებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი, თუ ვის შეუძლია გარდამტეხი ცვლილებები შეიტანოს იმ უკიდურეს სიღარიბეში, ფასების ზრდასთან მიმართებაში, ლარის გაუფასურებასთან მიმართებაში, კრიმინალის ზრდასთან მიმართებაში, პანდემიის და ადამიანების სიცოცხილის დაცვასთან მიმართებაში.

ამ ყველაფერთან მიმართებაში კონკრეტული გეგმა გააჩნია ევროპულ საქართველოს, ამიტომ დღეს ჩვენ ივანიშვილს ვემშვიდობებით, კიდევ ერთხელ ვეუბნებით, რომ მისი ჩაფლავებული მთავრობა და მმართველობა უნდა დასრულდეს და დროა ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებებს, რომელსაც მოიტანს ქვეყანაში 31 ოქტომბრის არჩევნები“ - განაცხადა აბესაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42